რელიგია
„საქართველო ღვთის განსაკუთრებული მფარველობის ქვეშ არის“ – ილია მეორე

 საქართველო, 15 დეკემბერი, საქინფორმი. 13 დეკემბერს, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, სამების საკათედრო ტაძარში, მრევლს ქადაგებით მიმართა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

 „საქართველო წილხვედრია ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლის, კვართი უფლისა ჩამოტანილია საქართველოში, ანდრია პირველწოდებული ღვთისმშობლის ხატით ხელში მოდის საქართველოში. მეხუთე საუკუნე – ვახტანგ გორგასალი და საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია. ეს ყველაფერი მეტყველებს იმის შესახებ, რომ საქართველო ღვთის განსაკუთრებული მფარველობის ქვეშ არის და განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია მას. ჩვენ ვმადლობთ უფალს ამ დიდი წყალობისთვის. კათოლიკოსი პეტრე და იმის შემდეგ კათოლიკოსი სამუელი – პირველი კათოლიკოსები, პირველი დამოუკიდებელი ეკლესია საქართველოსი – ეს ყველაფერი მეტყველებს იმის შესახებ, რომ საქართველოზე განსაკუთრებული მადლია ღვთისა, მადლი უძლურთა მკურნალი, მადლი, რომელმაც შეცვალა ქართველი ადამიანი და დღეს ჩვენ ვზეიმობთ ამ დღესასწაულს, ჩამობრძანებას ანდრია პირველწოდებულისა საქართველოში. ასევე ვზეიმობთ ვახტანგ გორგასლის დღეს და პირველი კათოლიკოსების დღესასწაულს”, – ბრძანა პატრიარქმა.