უცხოეთი
ჩურკინი: არსებობს ეჭვი, რომ კოალიციის არმიის შეტევები სირიის არმიაზე შემთხვევითი არ არის

 საქართველო, 15 დეკემბერი, საქინფორმი. არსებობს ეჭვი, რომ კოალიციის, რომელსაც სათავეში აშშ უდგას, იერიშები სირიის არმიაზე შემთხვევითი არ არის და გამორიცხული როდია მათი განმეორება, – განაცხადა რია ნოვოსტისთან ინტერვიუში რფ–ის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ვიტალი ჩურკინმა.

 სირიის საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ საერთაშორისო კოალიციის ოთხმა თვითმფრინავმა, რომელიც დამასკოსთან შეთანხმების გარეშე მოქმედებს, 6 დეკემბერს 9 რაკეტა გაუშვეს დეირ–ეზ–ზორეში მდებარე ობიექტისკენ. დაიღუპა 3 და დაიჭრა 13 კაცი, დამასკომ ამ დარტყმასთან დაკავშირებით 7 დეკემბერს გაეროს მიმართა.

 „არსებობს ეჭვი, რომ ეს შემთხვევით არ მომხდარა, რომ მიუხედავად დაპირებებისა, რომლებსაც სირიის მთავრობას აძლევდნენ, დროდადრო იერიშები სირიის მთავრობის ძალებზე ხორციელდება. ეს კი უფრო მეტად გაამწვავებს სირიაში მიმდინარე მოვლენებს“, – განაცხადა მან.