უცხოეთი
საქართველო, 15 დეკემბერი, საქინფორმი. თურქმენეთში ფორუმის „Peace, security and development“ მიმდინარეობისას უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას დელეგაციებმა, რომლებიც რუსეთის აგრესიის მსხვერპლი გახნდნენ, რუსული ჯარების დაუყოვნებლივ გაყვანა მოითხოვეს.
ამის შესახებ უკრაინის ვიცე პრემიერ–მინისტრმა, რეგიონული განვითარებისა და მშენებლობის მინისტრმა გენადი ზუბკომ განაცხადა, რომელიც უკრაინის დელეგაციას ხელმძღვანელობდა.
„უკრაინა ითხოვს მინსკის ხელშეკრულების სრულად შესრულებას თავისი ტერიტორიიდან რუსული ჯარების გაყვანასთან დაკავშირებით. ჩვენ ვითხოვთ ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისა და ხელშეუხებლობის პრინციპების დაცვას“, – განაცხადა მან.
მოლდოვას პრეზიდენტმა ნიკოლაე ტიმოფტიმ მოსკოვს ასევე მოუწოდა დნესტრისპირეთიდან ჯარების გაყვანისკენ.