უცხოეთი
კოენი: ამერიკას შეუძლია განლაგოს ბირთვული იარაღი რუსეთის მახლობლად, რუსეთს კი ამის უფლება არ აქვს

 საქართველო, 15 დეკემბერი, საქინფორმი. პრინსტონის და ნიუ-იორკის უნივერსიტეტების პროფესორის, სტივენ კოენის, გამოსვლა სან-ფრანცისკოს კლუბის სხდომაზე. პროფესორმა თავისი გამოსვლა დაიწყო უკრაინული კრიზისის მოხსენებით. მან აღნიშნა, რომ არაერთხელ იყო დადანაშაულებული პრორუსულ შეხედულებებში და ამას დღემდეც აკეთებენ. გამოსვლა მან მოკლე ისტორიით გააგრძელა თავის შესახებ; სტივენ კოენი 50 წელია შეისწავლის რუსეთის პოლიტიკას და ამ სწავლების მთავარი დასკვნა იმაში მდგომარეობს, რომ ამერიკას კრემლში სჭირდება პარტნიორი და არა მეგობარი, რადგან ამერიკის ეროვნული თავდაცვის გზა გადის მოსკოვის გასწვრივ. ეს სამართლიანი იყო საბჭოთა კავშირის დროს და სამართლიანია ეხლაც.

პროფესორმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ტერორისტული დაჯგუფებები სულ უფრო და უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენენ საზოგადოებისათვის და საშიშროების უგულებელყოფა არ შეიძლება. დღეს ტერორიზმი აშშ-ს ეროვნული თავდაცვისასთვის ყველაზე დიდ საშიშროებას წარმოადგენს, ეს მთელი კაცობრიობის დიდი პრობლემაა. ტერორისტებს დღესდღეობით აქვთ სხვადასხვა იარაღი, მაგრამ საბედნიეროდ ბირთვული იარაღი არ აქვთ ხელში ჩაგდებული. ზუსტად ამ საშიშროების დასაძლევათ ჩვენ კრემლში გვჭირდება პარტნიორი და არა მეგობარი, რადგან ამ საკითხში რუსეთსა და აშშ-ს ინტერესები ემთხვევა.

სტივენმა განაცხადა, რომ მას ბრალს დებენ არაპატრიოულ შეხედულებებში, მარამ იგი პასუხობს, რომ უმაღლესი პატრიოტიზმი ზუსტად ეროვნულ თავდაცვაში მჟღავნდება და არა პირად ინტერესებში.

მან გააზიარა თავისი პოლიტიკური იდეები :

იგი აცხადებს: მჭიდრო-სტრატეგიული ურთიერთობის ჩამოყალიბების შანსი ჯერ კიდევ კლინტონის დროს იყო ხელიდან გაშვებული და ამიტომაც დღემდე მოყოლებული 2008 წლის საქართველოში მომხდარი მოვლენების შემდეგ ამერიკა იმყოფება ცივი ომის ვითარებში რუსეთთან,მაგრამ ბევრი ჟურნალისტი და პოლიტიკოსი ამას არ აღიარებს ,რადგან აღიარების შემთხვევაში მათ მოუწევთ ახსნა , თუ რით იყვნენ დაკავებულნი 20 წლის განმავლობაში. ამ ცივ ომს უფრო საშიში პოტენციალი აქვს ვიდრე წინას,წინა ცივი ომის დროს კონფლიქტის ეპიცენტრი იყო გერმანიაში, ანუ რუსეთის საზღვრებისაგან შორს, დღეს კი მოქმედებების ეპიცენტრი უკრაინაა,რომელიც რუსეთის საზღვართან საკმაოდ ახლოსაა განლაგებული. უკრაინა შენელებული ბომბის როლს თამაშბს.

კარიბული კრიზისის დროს ბირთვული ომის საშიშროება იმდენად მაღალი იყო, რომ ქვეყნებმა გადაწყვიტეს “წითელი ხაზის“ შექმნა, ამ ხაზის გადაკვეთა დაუშვებელი იყო.მაგრამ დღეს “წითელი ხაზი“არ არსებობს .რუსეთის პრეზიდენტი არაერთხელ იმეორებს, რომ აშშ არღვევს რუსეთის “წითელ ხაზს“, მაგრამ აშშ პასუხობს, რომ რუსეთს არ გააჩნია “წითელი ხაზი“ანუ ამერიკას შეუძლია განლაგოს ბირთვული იარაღი რუსეთის მახლობლად, რუსეთს კი ამის უფლება არ აქვს.

რუსეთსა და ამერიკას შორის უკვე იყო არაპირდაპირი საომარი კონფლიქტები2008 წელს საქართველოში, 2014 უკრაინაში და პარიზამდე რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ მესამე კონფლიქტსაც ექნებოდა ადგილი სირიაში. ჩვენ დღემდე არ ვიცით რა პოზიცია უკავია აშშ-ს სირიაში. მაგრამ ევროპის ქვეყნებიდან ზოგმა მყარი გადაწყვეტილება მიიღო მაგალითად საფრანგეთმა.

დღეს აშშ-ში არ არსებობს არანაირი პოლიტიკური მოძრაობა ცივი ომისა და საერთაშორისო კეთილდღეობის მომხრეები.

ვინ არის ახალ ცივ ომზე პასუხისმგებელი? ეს კითხვა არ არის დასმული იმისათვის, რომ ვინმე პირდაპირ გავასამართლოთ, ეს კითხვა დაისვა იმისათვის, რომ დადგინდეს თუ სად მოხდა რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებში უზარმაზარი კრახი.1991 წლიდან რუსეთსა და ამერიკის ურთიერთობები არ შეცვლილა, მაგრამ ევროპარლამენტში უკვე არის ცვლილებები საფრანგეთი, გერმანია და ნიდერლანდები მერყეობენ, ლონდონშიც კი გადახედეს პოლიტიკას . ამერიკელი პოლიტიკური მედია თვლის, რომ ყველაფერში დამნაშავეა რუსეთი, მე არ ვთვლი ასე, და ამიტომაც მე და ჩემს კოლეგებს გვაკრიტიკებენ.მ ე გავიზარდე კენტუკიში. იქ მასწავლეს, რომ ყოველ ისტორიას გააჩნია ორი მხარე, მაგრამ ამერიკაში თვლიან, რომ ამ სიტუაციაში არსებობს მხოლოდ ერთი მხარე და ეს არის რუსეთი. ასე თუ გავაგრძელებთ მივიღებთ კიდევ ერთ პარიზს და არა მარტო აშშ-ში. ამიტომაც ვიმეორებ, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ეროვნული უსაფრთხოების მომხრეები და კიდევ ერთხელ ღრმად დავფიქრდეთ ყველაფერზე.

კლინტონის ადმინისტრაციამ რუსეთის მიმართ გადაწყვიტა ასეთი პოლიტიკის წარმოება “მოგებული იღებს ყველაფერს“.ზუსტად ასეთი პოლიტიკის გამო დღეს რუსეთსა და ამერიკას შორის დაძაბული ურთიერთობაა.

აშშ არასამართლიანად იქცევა რუსეთს.

პირველ რიგში აშშ-მ გააფართოვა ნატოს საზღვრები თითქმის რუსეთამდე. ნატოს გაფართოების მომხრეები აცხადებენ, რომ საქმე სამხედრო საკითხებს არ ეხება, არამედ დემოკრატიასა და თავისუფალი ვაჭრობის საკითხებს. რუსეთმა ამაზე თვალი დახუჭა,მაგრამ დღეს რუსეთი ძლიერია და თავის დახრა აღარ აპირებს.

რუსეთმა უარი განაცხადა ნატოს გეგმაზე ანტისარაკეტო დანადგარების დასაყენებლად, რადგან დღესდღეისობით ანტისარაკეტო დანადგარები უფრო იერიშის განმახორციელებელ ფუნქციას ასრულებენ ვიდრე დაცვის. ამ დანადგარებს შეუძლიათ ფრთიანი რაკეტების გაშვება და საკმაოდ დიდი ზიანის მიენება.

აშშ რუსეთის შიდა პოლიტიკაში ერევა.“ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების“ ფინანსირების გარდა, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი ბაიდენი ჩავიდა მოსკოვში და ღიად განაცხადა, რომ პუტინი აღარ შეიძლება იყოს პრეზიდენტად არჩეული, ეს იმის ტოლფასია რომ პუტინი ჩავიდეს ამერიკაში და კლინტონს უთხრას, რომ მას არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ აქვს .

ჩვენ ყველანი ვართ დემოკრატიის მომხრეები მაგრამ რუსეთის მიმართ ხშირად ვარღვევთ დემოკრატიულობის პრინციპებს.

პარიჟის შემთხვევამდე მე იმედი მქონდა გადაწურული, ახლა მე ვიმედოვნებ, რომ რუსეთთან ურთიერთობა ახალ სტადიაზე გადავა.

სამწუხაროდ დღესდღეისობით თეთრ სახლში მხოლოდ რუსეთისა და სირიის კონფლიქტს ანიჭებენ უპირატესობას, აშშ თვლის რუსეთს კონკურენტად და არა მოკავშირედ.

აი მთავარი დასკვნა, აშშ-ს აღარ შეუძლია მსოფლიოს მარტო მართვა. მსოფლიო აღარ არის ერთპოლისური. რუსეთის გარდა არსებობს კიდე რამოდენიმე მსოფლიო ცენტრი. ვაშინგტონის სიჯიუტე ამ პრობლემას ამწვავებს. აი სად ვართ დღეს ჩვენ... პარიზის შემდეგაც-ასე დაამთავრა თავისი გამოსვლა სტივენ კოენმა.

marshalpress.ge