უცხოეთი
National Interest: ევროპა თურქეთს უნდა უფრთხოდეს

  საქართველო, 14 დეკემბერი, საქინფორმი. ევროპა მართლაც რომ აბსურდულ სცენარს ახორციელებს – შეთანხმება მიგრაციასთან ბრძოლის ზომების შესახებ, რომლის ფარგლებშიც ევროკავშირი თურქეთს 3 მლრდ ევროს გამოუყოფს და წევრობის თაობაზე მოლაპარაკებებს გაააქტიურებს, დიდი ალბათობით ხელს შეუწყობს პრეზიდენტ რეჯებ თაიიპ ერდოღანის ანგარების სიყვარულს, წერს National Interest.

ევროპა უნდა უფრთხოდეს თურქეთთან ერთობლივ ღონისძიებებს, რომლებსაც შეუძლია საფრთხის ქვეშ დააყენოს პრინციპები, რომელზეც ევროკავშირში ინტეგრაცია იგებოდა, აღნიშნულია სტატიაში. გასაოცარია, რამდენად ფარისევლურად, კრიზისის ზეწოლით, ევროკავშირმა შეძლო ანკარის მხრიდან ადამიანის უფლებების მრავალრიცხოვან დარღვევებზე თვალის დახუჭვა და ერდოღანის მოთხოვნების დაკმაყოფილება.

სირიაში ჯიჰადისტებისთვის თურქული იარაღის მიწოდების შესახებ გამოქვეყნებული ანგარიშებისა და ანკარის ნავთობმაქინაციების შესახებ მოსკოვის მონაცემების ჭრილში გაუგებარი ხდება, როგორ დაეხმარება თურქეთი იმ კრიზისის გადაჭრაში, რომლის გაღვივებასაც თავადვე უწყობს ხელს. და სრულებით აბსურდულ სახეს იღებს ეს შეთანხმება Су-24–ის ჩამოგდებათან დაკავშირებული ინციდენტის შემდეგ. იმ დროს, როცა თურქეთმა სამხედრო აგრესია გამოავლინა რუსეთის მიმართ, რომელიც, პარიზში მომხდარი ტერატქების პასუხად, გაძლიერებულ იერიშებს ახორციელებს „ისლამურ სახელმწიფოზე“ (რფ–ში აკრძალული ტერორისტული ორგანიზაცია), ევროკავშირის ლიდერები იმედს ამყარებენ ერდოღანთან ეფექტიან თანამშრომლობაზე, აღნიშნავს National Interest.

ამ „ბინძური გარიგების“ დადებაში, როგორც შეთანხმებას მედიამ და საზოგადოებამ უწოდეს, ხელშესახები წვლილი შეიტანა გფრ–ის კანცლერმა ანგელა მერკელმა, რომელიც მოლაპარაკებათა პროცესის დასაჩქარებლად ზეწოლას ახორციელებდა ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებზე.