საქართველო, 14 დეკემბერი, საქინფორმი. სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რეფერენდუმის საბოლოო შედეგები დაამტკიცა. რეფერენდუმი სომხეთში საპრეზიდენტო მმართველობის საპარლამენტოთი შეცვლის საკითხზე ჩატარდა.
გაირკვა, რომ მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს საკონსტიტუციო რეფორმას ქვეყანაში.
რეფერენდუმი სომხეთის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე 6 დეკემბერს ჩატარა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების თანახმად, სომხეთის საკონსტიტუციო რეფორმას ხმა მისცა მოსახლეობის 63,37%-მა, ანუ 825,521 ათასმა მოქალაქემ 32,32%-ის, ანუ 421,568 ათასი მოქალაქის წინააღმდეგ.
ოპოზიციური პარტიები და მოძრაობები რეფერენდუმის მიმდინარეობისას მასობრივ კანონდარღვევებზე მიუთითებენ, თუმცა ხელისუფლება ირწმუნება, რომ ეს დარღვევები საბოლოო შედეგზე გავლენას ვერ მოახდენდა.