პოლიტიკა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ხაზს უსვამს ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან საომარი რიტორიკის გაგრძელების დაუშვებლობას

 საქართველო, 11 დეკემბერი, საქინფორმი. 9 დეკემბერს სტატს–მდივანმა – რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გ. ბ. კარასინმა ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ ჟენევის დისკუსიების რაუნდის „ველებზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დ. დონდუას შეხვდა.

საუბრის მიმდინარეობისას მხარეებმა განიხილეს მიმდინარე სიტუაცია ამიერკავკასიაში, ასევე ჟენევის დისკუსიების დღის წესრიგის საკითხები. რუსეთის მხრიდან ხაზი გაესვა ქართველი პოლიტიკოსების საომარი რიტორიკის გაგრძელების დაუშვებლობას, რომელიც ხელს უშლის მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობების გაჯანსაღებას, ასევე ჟენევაში კონსტრუქციული ატმოსფეროს შექმნას.

2015 წლის 9 დეკემბერი
მოსკოვი, რფის საგარეო საქმეთა სამინისტრო
www.mid.ru

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ 2015 წლის 19 აგვისტოს, აშშ–ში თავისი მორიგი ვიზიტისას, „მშვიდობის ინსტიტუტში“ სიტყვით გამოსვლისას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა, კერძოდ, განაცხადა: „"მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ერთი რამ არის საყურადღებო - ეს არის ქვეყანა, სადაც ხალხი ჭამდა ვირთხებს და კატებს 900 დღე ლენინგრადის ბლოკადის დროს. კრიზისი იყო მეორე მსოფლიო ომის, მაგრამ ისინი გადარჩნენ და გაიმარჯვეს. ამ ქვეყანასთან გვაქვს საქმე.

ასე რომ ყველა ცნება სიდუხჭირისა და ბედნიერების რაც აქ ამერიკაში გვაქვს, ან საფრანგეთში, ან იტალიაში არის სრულიად შეუსაბამო (რუსეთთან – საქინფორმი). და ეს არის შეცდომა, რომელსაც ყველა ვუშვებთ. საქართველო ნაკლებად, ვიდრე სხვა ქვეყნები.

მიუხედავად იმისა რომ მე ძალიან პოზიტიურად ვარ განწყობილი იმ ფაქტის მიმართ, რომ დემოკრატიული მსოფლიო გაერთიანდა რაღაცის გარშემო, არ ვფიქრობ რომ მარტო სანქციები მიაღწევს მის მიზანს.

ალბათ, იმიტომ, რომ ამომრჩეველთა უმეტესობა რუსეთში მიიჩნევს, რომ ყველა უბედურება, ეროვნული ვალუტის გაუფასურება, ეკონომიკური ვარდნა, სიღარიბე და ა. შ. ამ სანქციების გამოისობით ხდება.

არსებობს ხალხი, რომლებიც მოკვდებიან როგორც გმირები კაპიტალისტური მსოფლიოს წინააღმდეგ ბრძოლაში, ვიდრე მათ თქვან, რომ მათი მთავრობის ცუდი გადაწყვეტილების შედეგია ეს პრობლემა.

ეს პროპაგანდა ძალიან კარგად მუშაობდა საბჭოთა კავშირის პერიოდში, როცა ამის საუკეთესო სპეციალისტები იყვნენ და თუ დღევანდელობას შევხედავთ, ჩვენ ყოველდღე ვხედავთ Russia Today-ს და სხვა ბევრ მსგავს არხს და კომუნიკაციის საშუალებას, რომელიც კრემლიდან იმართება“, – განაცხადა მაშინ ხიდაშელმა, რომელიც საქართველოს ყველა უბედურების მიზეზად მოსკოვსა და „რუსულ პროპაგანდას“ მიიჩნევს.