პოლიტიკა
საქართველოს დაჩქარებული ჩართვა ნატოში ძირს უთხრის ამიერკავკასიაში ვითარების გრძელვადიანი სტაბილიზების კუთხით მრავალმხრივ ძალისხმევას – რფ–ის საგარეო საქმეთა სამინისტრო

 საქართველო, 11 დეკემბერი, საქინფორმი. 8-9 დეკემბერს ჟენევაში ამიერკავკასიის შესახებ საერთაშორისო დისკუსიების მორიგი რაუნდი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ აფხაზეთის რესპუბლიკის, საქართველოს, რუსეთის ფედერაციის, აშშ-ის, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის წარმომადგენლები, გაეროს, ეუთოსა და ევროკავშირის თანათავმჯდომარეობით. რუსეთის დელეგაციას სათავეში ედგა სტატს–მდივანი – რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გ. ბ. კარასინი.

 შეხვედრის მონაწილეებმა რეგიონში არსებული ვითარება მშვიდად და პროგნოზირებადად შეაფასეს. აღინიშნა სასაზღვრო ზონებში მნიშვნელოვანი პრობლემების არარსებობა, მათ შორის რეგიონში სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის კუთხით. შთამბეჭდავია ბოლო წლის განმავლობაში ხალხის გადაადგილება – 1.1 მლნ ადამიანი საქართველო–აფხაზეთისა და 162 ათასი ადამიანი საქართველო–სამხრეთ ოსეთის საზღვარზე. ამავდროულად, ყურადღება გამახვილდა პოტენციურად საშიში შემთხვევებზე, რომლებიც საინფორმაციო ნიშნებისა და საინჟინრო ნაგებობების განზრახ დაზიანებას უკავშირდება საქართველო–სამხრეთ ოსეთის საზღვარზე. ცხინვალის წარმომადგენლებმა თბილისი გააფრთხილეს, რომ ამგვარი ინციდენტებისადმი დაუდევარი მიდგომა სერიოზულად ემუქრება რეგიონულ უსაფრთხოებას.

კვლავ დადებითად იქნა შეფასებული ინციდენტებზე რეაგირებისა და აღკვეთის ერთობლივი მექანიზმის ეფექტიანი მუშაობა სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს საზღვარზე. ასევე, მხარეთა რეგულარული კონტაქტი „ცხელ ხაზზე“. ეს ღონისძიებები საშუალებას იძლევა, ოპერატიულად გადაიჭრას „ველზე“ წარმოქმნილი პრობლემები, და არ დაუშვას მათი გადაზრდა პოლიტიკურ სიბრტყეში. ამ ფონზე მონაწილეებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის აღდგენას აფხაზეთის სასაზღვრო ქალაქ გალში.

 აფხაზეთს, საქართველოსა და   სამხრეთ ოსეთს შორის ძალის გამოუყენებლობის საკითხის განხილვისას კვლავ ხაზი გაესვა, რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნებისთვის, იურიდიულად დამავალდებულებელი ხელშეკრულების გაფორმების პრიორიტეტულ მნიშვნელობას. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დელეგაციებმა მზადყოფნა დაადასტურეს, რომ მომზადდეს ასეთი დოკუმენტები, თუმცა ქართულმა მხარემ, კვლავ დაბლოკა ამ მნიშვნელოვანი საკითხის წამოწევა.

შეხვედრაზე დაფიქსირდა შეშფოთება საქართველოსა და ნატოს შორის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებასთან დაკავშირებით. თბილისის დაჩქარებული ჩართულობა ალიანსში ძირს უთხრის მრავალმხრივ მცდელობებს კავკასიის რეგიონში გრძელვადიანი სტაბილურობის დამყარებისთვის, მათ შორის ჟენევის დისკუსიის ეფექტურობასაც.

ჰუმანიტარულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფში განიხილეს აფხაზურ, ქართულ და სამხრეთოსურ მხარეებს შორის ურთიერთქმედებების საკითხები არქივების გადაცემის, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ძიების, ჯანდაცვისა და გარემოს დაცვის სფეროებში. დეტალურად გნიხილეს აფხაზეთის გალის რაიონში სასკოლო განათლების საკითხი.

საქართველოს მხარე დაჟინებით ცდილობდა  დროებით გადაადგილებულ პირებზე მსჯელობის დაწყებას, რის გამოც დისკუსია შეწყდა. დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა კონსულტაციების დროზე ადრე დასრულების გადაწყვეტილება მიიღეს.

რაუნდის წინა დღეს გაიმართა საინფორმაციო სესია თემაზე „პიროვნების დამადასტურებელი მოწმობა და სამგზავრო დოკუმენტები კონფლიქტით დაზარალებული რეგიონების მოსახლეობისათვის“, რომლის ფარგლებშიც საერთაშორისო სამართლის ექსპერტებმა ისაუბრეს არსებულ მსოფლიო გამოცდილებაზე მოცემულ სფეროში,

გარდა ამისა, შევხედრის „ველებზე“ ჩატარდა პრაქტიკული სემინარები საარქივო მონაცემების გაცვლისა და რელიქტური ტყეების მავნებლებთან ბრძოლის თაობაზე,

მორიგი შეხვედრა 2016 წლის მარტის ბოლოსაა დანიშნული.

2015 წლის 9 დეკემბერი
მოსკოვი, რფ–ის საგარეო საქმეთა სამინისტრო
www.mid.ru