საზოგადოება
რუსეთში ხალხი ჭამდა ვირთხებსა და კატებს 900 დღე ლენინგრადის ბლოკადის დროს – თინა ხიდაშელი (19.08.2015)

 საქართველო, 11 დეკემბერი, საქინფორმი. 2015 წლის 19 აგვისტოს, აშშ–ში თავისი მორიგი ვიზიტს დროს, „მშვიდობის ინსტიტუტში“ სიტყვით გამოსვლისას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა, კერძოდ, განაცხადა: "მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ერთი რამ არის საყურადღებო - ეს არის ქვეყანა, სადაც ხალხ ჭამ ვირთხებს და კატებ 900 დღე ლენინგრადის ბლოკადის დროს. კრიზისი იყო მეორე მსოფლიო ომის, მაგრამ ისინი გადარჩნენ და გაიმარჯვეს. ამ ქვეყანასთან გვაქვს საქმე.

ასე რომ ყველა ცნება სიდუხჭირისა და ბედნიერების რაც აქ ამერიკაში გვაქვს, ან საფრანგეთში, ან იტალიაში არის სრულიად შეუსაბამო (რუსეთთან – საქინფორმი). და ეს არის შეცდომა, რომელსაც ყველა ვუშვებთ. საქართველო ნაკლებად, ვიდრე სხვა ქვეყნები.

მიუხედავად იმისა რომ მე ძალიან პოზიტიურად ვარ განწყობილი იმ ფაქტის მიმართ, რომ დემოკრატიული მსოფლიო გაერთიანდა რაღაცის გარშემო, არ ვფიქრობ რომ მარტო სანქციები მიაღწევს მის მიზანს.

ალბათ, იმიტომ, რომ ამომრჩეველთა უმეტესობა რუსეთში მიიჩნევს, რომ ყველა უბედურება, ეროვნული ვალუტის გაუფასურება, ეკონომიკური ვარდნა, სიღარიბე და ა. შ. ამ სანქციების გამოისობით ხდება.

არსებობს ხალხი, რომლებიც მოკვდებიან როგორც გმირები კაპიტალისტური მსოფლიოს წინააღმდეგ ბრძოლაში, ვიდრე მათ თქვან, რომ მათი მთავრობის ცუდი გადაწყვეტილების შედეგია ეს პრობლემა.

ეს პროპაგანდა ძალიან კარგად მუშაობდა საბჭოთა კავშირის პერიოდში, როცა ამის საუკეთესო სპეციალისტები იყვნენ და თუ დღევანდელობას შევხედავთ, ჩვენ ყოველდღე ვხედავთ Russia Today-ს და სხვა ბევრ მსგავს არხს და კომუნიკაციის საშუალებას, რომელიც კრემლიდან იმართება", – განაცხადა მაშინ ხიდაშელმა, რომელიც საქართველოს ყველა უბედურების მიზეზად მოსკოვსა და „რუსულ პროპაგანდას“ მიიჩნევს.