უცხოეთი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ს. ვ. ლავროვის სატელეფონო საუბრის შესახებ აშშ–ის სახელმწიფო მდივან ჯონ ქერისთან

 საქართველო, 11 დეკემბერი, საქინფორმი.

ცნობა მედიისათვის

9 დეკემბერს ამერიკის ინიციატივით გაიმართა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი ს. ვ. ლავროვისა და აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის ჯონ ქერის სატელეფონო საუბარი.

ყურადღების ცენტრში მოექცა სირიის პრობლემატიკა, სირიის მხარდაჭერის საერთაშორისო ჯგუფის ახალი სხდომის მოწვევის შესაძლებლობის ჩათვლით. ს. ვ. ლავროვმა მიუთითა მისი 14 ნოემბრის გადაწყვეტილებების შესრულების აუცილებლობაზე პატრიოტული ოპოზიციის დელეგაციის შექმნასთან დაკავშირებით გაეროს ეგიდის ქვეშ მყოფ ქვეყნებთან მოლაპარაკებებში მონაწილეობისა და ტერორისტული დაჯგუფებების სიის შექმნისათვის, რომლებთანაც სალაპარაკო არაფერია და მათთან მხოლოდ ერთობლივად ბრძოლაა საჭირო. ამით გზა გაეხსნა სირიის კონფლიქტის პოლიტიკური პროცესის დაწყებას რადიკალური ძალების წინააღმდეგ ერთობლივი კონსოლიდაციის პირობებში.

მინისტრი და სახელმწიფო მდივანი შეთანხმდნენ, რომ სირიის პოლიტპროცესის შემდგომი მხარდაჭერა უნდა განხორციელდეს სირიის მხარდაჭერის საერთაშორისო ჯგუფის ყველა წევრთან კონსენსუსის მიღწევით.

განხილული იქნა ზოგიერთი სხვა საკითხიც, მათ შორის ორმხრივი კონტაქტების გრაფიკტან დაკავშირებული საკითხიც.

2015 წლის 9 დეკემბერი

mid.ru