საზოგადოება
დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ მოძრაობა „მამული, ენა, სარწმუნოება“ და „არა“ დავით პაიჭაძის გადაცემა „დიალოგის“ დახურვის მოთხოვნით საპროტესტო აქციას გამართავენ.
„ჩვენ ვაპროტესტებთ სამ საკითხს: დავით პაიჭაძის გადაცემას და მოვითხოვთ მის დახურვას. მოვითხოვთ წინა ხუთშაბათის გადაცემის გაგრძელებას და საპირისპირო და კომპეტენტურ პირთა (საპატრიარქოდან) დაპატიჟებას. ასევე, შეწყდეს ეკლესიისა და მართლმადიდებლობის დისკრედიტაცია,“– აღნიშნა საქინფორმთან საუბარში ლადო სადღობელაშვილმა.