უცხოეთი
სტატს–მდივნის – რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გ. ბ. კარასინის შეხვედრის შესახებ სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის სრულუფლებიან წარმომადგენელთან პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში მ. კ. ჯიოევთან

 საქართველო, 11 დეკემბერი, საქინფორმი.

ცნობა მედიისათვის

8 დეკემბერს სტატს–მდივანმა – რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გ. ბ. კარასინი ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ ჟენევის დისკუსიის მორიგი რაუნდის „ველზე“ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სრულუფლებიან წარმომადგენელს პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში მ. კ. ჯიოევს შეხვდა, რომელიც ჟენევაში სამხრეთ ოსეთის დელეგაციას ედგა სათავეში.

საუბრის მიმდინარეობისას მოხდა აზრთა გაცვლა–გამოცვლა რეგიონული უსაფრთხოების პრაქტიკულ ასპექტებთან დაკავშირებით, სამხრეთ ოსეთი–საქართველოს საზღვარზე არსებული სიტუაციის ჩათვლით. აქცენტირებული იქნა სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად დამავალდებულებელ დოკუმენტზე მუშაობის დაჩქარების აუცილებლობა.

განხილული იქნა, აგრეთვე, რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების საკითხები.

2015 წლის 9 დეკემბერი

mid.ru