უცხოეთი
ავღანეთში ყანდაგარის აეროპორტში თალიბანის მებრძოლები შეიჭრნენ

 საქართველო, 10 დეკემბერი, საქინფორმი. თავდასხმა მოხდა ავღანეთში, ყანდაგარის აეროპორტზე. კომპლექსის ტერიტორიაზე, სადაც ნატოსა და ავღანეთის სამხედრო ძალების ერთობლივი ბაზაც მდებარეობს, თალიბანის მებრძოლები შეიჭრნენ.

ინტენსიური შეტაკების შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 20–მდე კი დაშავდა. ცნობილია, რომ გარდაცვლილთა შორის სამოქალაქო პირებიც არიან.

შეტევა აეროპორტზე ამ დრომდე გრძელდება. თალიბანი ირწმუნება, რომ თავდასხმის დროს 80–მდე სამხედრო მოკლეს, თუმცა ეს ინფორმაცია ჯერ არ დასტურდება.