პოლიტიკა
რაზე მსჯელობდნენ მილერი და კალაძე ლუქსემბურგში?

 საქართველო, 10 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს ვიცე–პრემიერის და ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძისა და „გაზპრომის“ ხელმძღვანელის ალექსეი მილერის შეხვედრის თაობაზე რუსული კომპანია ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქართველომ და „გაზპრომმა“ გაზის ტრანზიტისა და მიწოდების საკითხებზე მსჯელობა განაგრძეს.

„გაზპრომის“ ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, გაზპრომის ხელმძღვანელსა და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს შორის შეხვედრა ლუქსემბურგში გაიმართა.

კომპანიის განმარტებით, შეხვედრაზე საქართველოს ტეროროტიაზე რუსული გაზის ტრანზიტსა და კომერციულ მიწოდებასთან დაკავშირებულ საკითხზე მსჯელობა გაგრძელდა.

არსებული ტრანზიტის მომსახურების ხელშეკრულების გაგრძელებისა და სხვა ტექნიკური ხასიათის საკითხებზე, ასევე, ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობების მოწოდების შესაძლებლობასა და პირობებზე საქართველოსა და გაზპრომს შორის მოლაპარაკება დეკემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს.