პოლიტიკა
„ევროკავშირი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შემოღებას 2016 წლის შუა პერიოდიდან აპირებს“ – Die Welt

 საქართველო, 10 დეკემბერი, საქინფორმი. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გაზეთი Die Welt-ი ბრიუსელში დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

"უვიზო მიმოსვლა ორივე ქვეყნისთვის 2016 წლის შუა პერიოდიდან იქნება გამოყენებული", - აცხადებს გამოცემის წყარო. თუმცა მისივე ინფორმაციით, 2016 წლის გაზაფხულამდე უკრაინას დასჭირდება გააუმჯობესოს გარკვეული მიმართულებები, განსაკუთრებით კორუფციასთან ბრძოლის კუთხით.

წინასწარი ინფორმაციით, პოზიტიური იქნება ევროკომისიის ანგარიში საქართველოსა და უკრაინის მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების თაობაზე. ტექნიკური ანგარიშის შემდეგ კი, ვიზალიბერალიზაციის შემოღებაზე პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული.

m.welt.de