უცხოეთი
პამელა ანდერსონი შორეული აღმოსავლეთის ბინადარი ლეოპარდის მცველი გახდა

 საქართველო, 8 დეკემბერი, საქინფორმი. კრემლის ადმინისტრაციის უფროსი სერგეი ივანოვი ცხოველთა დაცვის საერთაშორისო ფონდის – IFAW საკონსულტაციო საბჭოს წევრ პამელა ანდერსონს შეხვდა.

კრემლის წარმომადგენელმა მსახიობს მოუთხრო ამურული ვეფხვისა და შორეული აღმოსავლეთის ბინადარი ლეოპარდის პოპულაციის გადარჩენის ღონისძიებების შესახებ. თავის მხრივ, ანდერსონმა, რომელიც ზღვის ცხოველების დაცვითაა დაკავებული, რუსეთს მოუწდა, აკრძალოს სელაპების რეწვა და ოკეანარიუმებიდან გაუშვას დელფინები.

ასევე ანდერსონი გახდა შორეული აღმოსავლეთის ბინადარი, ოთხი წლის ძუ ლეოპარდის მცველი და მას სახელად პამელა დაარქვა.