საქართველო, 8 დეკემბერი, საქინფორმი. კომპანია ”იუკოსის” ყოფილ მფლობელსა და რუს ოპოზიციონერ მიხაილ ხოდორკოვსკის, 1998 წელს ნეფტეიუგანსკის მერის მკვლელობის საქმეში მონაწილეობისთვის, ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს.
ამის შესახებ ინფორმაცის გამოცემა „ტასი“ ავრცელებს.
„ინტერფაქსის“ ცნობით კი, რუსეთის სამართავდამცავმა ორგანოებმა ხოდორკოვსკიზე ფედერალური ძებნა გამოაცხადეს, რომელიც ჯერჯერობით ოფიციალურად არ დასტურდება.
ცოტა ხნით ადრე ხოდორკოვსკი დაკითხვაზე საგამოძიებო კომიტეტში დაიბარეს. ბიზნესმენის პრეს-პიკერის განცხადებით, ხოდორკოვსკი რუსეთის საგამოძიებო კომიტეტთან თანამშრომლობას არ გეგმავს.
ნეფტეიუგანსკის მერი ვლადიმერ პეტუხოვი 1998 წელს მოკლეს. გავრცელებული ცნობით, მკვლელობამდე რამდენიმე თვით ადრე „იუკოსის" ხელმძღვანელობასთან, მათ შორის ხოდორკოვსკისთან, უთანხმოება მოუვიდა. 2007 წელს პეტუხოვის მკვლელობაში დამნაშავედ „იუკოსის" უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ალექსანდრ პიჩუგინი ცნეს.
მიხაილ ხოდორკოვსკი და მისი ბიზნეს-პარტნიორი პლატონ ლებედევი, გადასახადების დამავლისა და გაფლანგვის ბრალდებით, სასჯელს 10 წლის განმავლობაში იხდიდნენ. 2013 წელს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხოდორკოვსკი შეიწყალა. ბიზნესმენმა რუსეთი დატოვა და საცხოვრებლად შვეიცარიაში გადავიდა.