საზოგადოება
შსს-მ facebook.com-ის მომხმარებლების გვერდებზე უნებართვო შეღწევის და ე.წ. ფიშინგ ვებგვერდის დამზადების ფაქტები გახსნა

 საქართველო, 9 დეკემბერი, საქინფორმი. შსს–ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, კომპიუტერული მონაცემების უკანონოდ მოპოვების, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის მიზნით, სოციალური ქსელი „facebook“-ის ავტორიზაციის მსგავსი ვებგვერდის - ე.წ. ფიშერის დამზადების და სხვა პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით სოციალური ქსელი „facebook“-ის სხვადასხვა მომხმარებლის პროფილებზე უკანონო შეღწევის ფაქტზე, ვასილ . და რაინდი . სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.

ვასილ ქ-მ მიმდინარე წლის თებერვალში სოციალური ქსელი „facebook“-ის ავტორიზაციის მსგავსი ვებგვერდი დაამზადა დომეინით – http://facebook-photos.ga/gggg44. ვასილ ქ. „facebook“-ში სხვადასხვა დროს, სხვადასხვა შინაარსის პოსტებს ათავსებდა, სადაც ბმულის სახით მის მიერ დამზადებულ ვებგვერდს უთითებდა. დაინტერესებული მომხმარებელი ბმულზე გადასვლისას, ვასილ ქ-ს მიერ დამზადებულ ყალბ გვერდზე ხვდებოდა, სადაც ხელახალი ავტორიზაცია უნდა გაევლო. ავტორიზაციისას „facebook“-ის მომხმარებლის სახელი, პაროლი იგზავნებოდა და ინახებოდა ვასილ ქ-ს მიერ ვებჰოსტინგზე სპეციალურად შექმნილ ფაილებში. აღნიშნულ ფაილებში აღმოჩენილია „facebook.com“-ის 1010 მომხმარებელის სახელი და პაროლი. ზემოხსენებული მონაცემების გამოყენებით, ვასილ ქ. უნებართვოდ აღწევდა სოციალური ქსელი „facebook“-ის მომხმარებელთა გვერდებზე და მათ, მის მიერ რეკლამების განთავსების მიზნით შექმნილ ჯგუფში უნებართვოდ ამატებდა.

რაინდი კ მომხმარებლების სახელით, მათი პროფილებიდან რეკლამებს პოსტავდა, რაშიც რეკლამის დამკვეთისაგან ანაზღაურებას იღებდა. მისი ბინის ჩხრეკისას ამოღებულ კომპიუტერულ სისტემებში აღმოჩენილია „facebook.com“-ის 1210 მომხმარებლის სახელი და პაროლი.