უცხოეთი
რუსეთი უკრაინას სასამართლოში უჩივლებს 20 დეკემბერს ვალის დაუბრუნებლობის გამო

 საქართველო, 8 დეკემბერი, საქინფორმი. რუსეთს სხვა გამოსავალი არ დარჩენია, გარდა იმისა, რომ უკრაინას სასამართლოში უჩივლოს იმ შემთხვევაში, თუ ის სრული მოცულობით არ შეასრულებს თავის ვალდებულებებს 20 დეკემბერს, – ნათქვამია რფ–ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.

„მიუხედავად იმისა, რომ უკრაინას რფ–ის მთავრობისთვის ოფიციალურად არ მიუმართავს 3 მლრდ დოლარის ოდენობის სუვერენული ვალის რესტრუქტურიზაციის თაობაზე, რუსეთმა თავად წამოაყენა წინადადება უკრაინული ვალის დაფარვის გადავადებაზე 3 წლით (2016–2018 წლები), აშშ–ის, ევროკავშირისა ანდა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის გარანტიით“, – ნათქვამია განცხადების ტექტსში.