საქართველო, 8 დეკემბერი, საქინფორმი. ქართველ საზოგადოებაში სერიოზული ტრანსფორმაცია მიმდინარეობს რუსეთის სახი აღქმის თვალსაზრისით. კონფლიქტებმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარშემო. მათმა აღიარებამ რუსეთის მიერ, ასევე მოსკოვისგან გაუცხოების პოლიტიკამ ბოლო წლებში საქართველოში განამტკიცა რუსეთის, როგორც ოკუპანტის სახე.
ექსპერტ ჯონი მელიქიანის აზრით, დღეს სიტუაცია თანდათან იცვლება.
„2012 წლიდან, ანუ ხელისუფლების სათავეში „ქართული ოცნების“ მოსვლის დროიდან, საქართველოს ოფიციალური პირებისგან მკვეთრად გამოხატული ანტირუსული განცხადებები პრაქტიკულად არ გვესმის. ამის ნაცვლად ქვეყნის ხელისუფალნი სულ უფრო ხშირად საუბრობენ პოლიტიკური და ეკონომიკური დიალოგის გამართვის თაობაზე“, – განაცხადა მელიქიანმა ერევანში გამართული მრგვალი მაგიდის მიმდინარეობისას.
მელიქიანის თქმით, მრავალრიცხოვანი გამოკითხვების მონაცემები მოწმობს, რომ ევრაზიულ კავშირში თბილისის გაწევრების მომხრეთა რიცხვი უწყვეტად იზრდება და დღეისათვის 30%–ს შეადგენს, რაც სერიოზული მაჩენებელია.