უცხოეთი
თურქეთის უხუცეს პარტიაში განაცხადეს, რომ ერდოღანი თავისი პოსტის ღირსი არ არის

 საქართველო, 8 დეკემბერი, საქინფორმი. თურქეთის უხუცეს პარტიაში არ იწონებენ  რეჯებ თაიიპ ერდოღანის პოლიტიკას. ამ პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტი მხოლოდ ამხედრებს ხალხს ოპოზიციის წინააღმდეგ ქვეყანაში.

„ჩვენს პარტიას არაფრის ეშინია. ჩვენ მშვიდობისა და ძმობის პოლიტიკას ვაწარმოებთ. ეს კრიზის რუსეთთან ყველას გვავნებს, ეს სიტუაცია უნდა დალაგდეს. ამისათვის ხომ თავის თბილ სასახლეში მოკალათებული ერდოღანი კი არა, ხალხი ზღავს! ჩვენ რუსეთთან კარგი ურთიერთობების მომხრე ვართ. ერდოღანი და მისი პარტია ცდილობენ, თავისი მარცხი დემაგოგიითა და ჰეროიზმის გამოხატულების მცდელობით დამალონ“, – განაცხადა ჰალუკ კოჩმა, რესპუბლიკური სახალხო პარტიის ვიცე–პრეზიდენტმა.