საზოგადოება
საქართველოს პროკურატურამ თაღლითობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

 საქართველო, 8 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით სხვისი ნივთის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე  მოქალაქე ზ. ერემაძე დააკავა.

ბრალდებული . ერემაძე მოქალაქეებთან საუბრისას იყენებდა პროკურატურისა და სხვა სახელმწიფო უწყებების თანამდებობის პირთა სახელებს და ატყუებდა მათ, რომ სამართლებრივი პრობლემების მოგვარების მიზნით შეხვედრებს მართავდა  სახელმწიფოს სხვადასხვა უწყების თანამდებობის პირებთან. ამ თანამდებობის პირებისთვის ქრთამის სახით გადასაცემად ცდილობდა მოქალაქეებისთვის გამოეძალა დიდი ოდენობით ფულადი თანხა. . ერემაძემ ნარკოტიკული დანაშაულისათვის ბრალდებულ ერთ-ერთ პირს საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, თითქოსდა ცალკეული თანამდებობის პირებისთვის ქრთამის სახით გადასაცემად თაღლითურად გამოართვა 10 000 აშშ დოლარი.

 ზ. ერემაძეს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის  მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.