საზოგადოება
ლეონიდ ჩერნოვეცკი: „მე ზუსტად ვიცი, როგორ უნდა გავხადო თითოეული ქართველის ცხოვრება უფრო უკეთესი და ბედნიერი!“

 საქართველო, 8 დეკემბერი, საქინფორმი. კიევის ყოფილმა მერმა, რომელიც უკვე 5 წელია საქართველოში, შავი ზღვის მშვენიერ სანაპიროზე – ქობულეთში, მუდმივად ცხოვრობს, Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა იმ მოტივების შესახებ, რომლის გამოც ეს გააკეთა და თავის პოლიტიკური გეგმების თაობაზე: „საქართველოში ავიშენე სახლი და უკვე 6 წელია აქ ვცხოვრობ. ამ ხნის განმავლობაში საქართველოს პოლიტიკით დავინტერესდი და ვხედავ ბევრ გზას ადამიანთა ცხოვრების დონის ასამაღლებლად, საქართველოს აყვავებულ ქვეყნად გადასაქცევად არა მატო მდიდრებისა და მოხელეებისათვის, რომლებსაც დიდი ხელფასები აქვთ, არამედ უბრალო ადამიანებისთვისაც, რომლებიც საშინელ სიღატაკეში ცხოვრობენ! საქართველოს შეცვლა გაცილებით უფრო ადვილია, ვიდრე უკრაინისა, იმიტომ, რომ ბევრი რეფორმა აქ უკვე გატარებულია. ამიტომ გადავწყვიტე შევქმნა პარტია „ბედნიერი საქართველო“.

"საქართველო - ჩემი მეორე სამშობლოა, ის მე მთელე გულით მიყვარს და ქართველი ერის წინაშე ქედს ვიხრი. მე ზუსტად ვიცი, თუ როგორ უნდა გავხადო თითოეული ქართველის ცხოვრება უკეთესი და უფრო ბედნიერი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველაფერი გამოგვივა", - წერს ჩერნოვეცკი.