პოლიტიკა
„რომ არა რესპუბლიკური პარტია, „ქართული ოცნება“ არ იქნებოდა!“ – უსუფაშვილი

 საქართველო, 8 დეკემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ  რესპუბლიკური პარტიის”ლიდერმა, პარლამენტის თავჯდომარე დავით უსუფაშვილმა პარტიიის  მე-16 ყრილობაზე განაცხადა.

„თუ ვინმემ იცის რაიმე, თუ როგორ შეიქმნა კოალიცია, როგორ მუშაობდა კოალიცია დღემდე და როგორ მუშაობს დღეს, მეც ვარ ერთ-ერთი. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ამაყები იმით, რასაც კოალიციამ მიაღწია და უნდა ვიცოდეთ, რომ გვეკისრება პასმუხისმგებლობა იმ ყველაფერზე, რასაც კოალიცია ვერ მიაღწევდა, რაშიც მას პრობლემა და ჩავარდნა ექნება. ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია. ჩვენ ვართ კოალიციის შედარებით მომცრო სუბიექტი, მაგრამ არა ნაკლები პასუხისმგებლობით ვინმე სხვაზე. მოხარული ვარ, რომ ჩვენი პარტნიორების უმრავლესობა საკითხს სწორედ ასე უყურებს”, – აღნიშნა უსუფაშვილმა ყრილობაზე.