რედაქტორისგან
„რესპუბლიკურმა პარტიამ“ საქართველოს პატრიარქი დაამარცხა! – საქინფორმის საგანგებო განცხადება

 როგორც საქინფორმი გუშინ, 2015 წლის 7 დეკემბერს, იუწყებოდა, საქართველოში ძალაუფლების დე–ფაქტო ხელში ჩამგდებმა, ადგილობრივმა „რესპუბლიკურმა პარტიამ“ (რომელმაც ხელში ჩაიგდო პარლამენტი, თავდაცვის სამინისტრო და რიგი სხვა სამინისტროები, უწყებები და საკვანძო პოსტები სახელმწიფოში), ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და აშშ–ის სხვა გავლენის აგენტებთან ერთად, დიდი სკანდალი ატეხა ილია მეორეს თხოვნასთან დაკავშირებით, მიეცათ მისთვის პატიმართა შეწყალების უფლება (2015 წლის 5 დეკემბერი).

სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის წინააღმდეგ ჩატარდა აქციები, გრანტებისთვის ეშმაკისა და NATO-სთვის სულმიყიდულმა ზემოჩამოთვლილმა მარიონეტებმა საგაზეთო პუბლიკაციებსა და ტელევიზიით, ქართველი ერის სულიერი მამა დაადანაშაულეს, რომ იგი წარმოადგენს საჯილდაო ქვას სეკულარული საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე, რომლის გადაქცევაც  უწმიდესს თითქოსდა თეოკრატიულ სახელმწიფოდ სურს!

აშშ–ის გავლენის აგენტებმა, რომლებსაც მძლავრი ზურგი აქვთ თბილისში ბეტონის ციტადელის – აშშ–ის საელჩოს სახით საქართველოში – პატრიარქი კიდევ ერთხელ დაამარცხეს, პატრიარქთან ერთად კი – მთელი საქართველო, ქართველები და მისი ყველა მართლმადიდებელი მოქალაქე! და არა მხოლოდ მართლმადიდებლები: „ეგებ მუფთისაც მივცემთ შეწყალების უფლება, ჰა?!“ჭყიოდნენ დორბლმომდგარნი და სატანის მიერ ჰელოუინის დროს გაკეთებულნი, შეურაცხყოფდნენ რა ამით საქართველოში მცხოვრებ მუსლიმანებსაც და საქართველოში ტრადიციულ რელოგია ისლამსაც.

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ კი, რომელმაც პრეზიდენტსა და პარლამენტს მიმართა რეკომენდაციით, – განიხილონ პატრიარქის თხოვნა, აშშ–ისა და დასავლეთის გავლენის აგენტებმა მიტინგი გამართეს სახელმწიფო კანცელარიასთან პლაკატებით: „გადადექი! წადი მონასტერში!“.

მოვლენათა შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად, დიღომში USA-ს ბეტონის ბუნკერიდან ზარის შემდეგ, საპატრიარქო იძულებული გახდა, 2015 წლის 6 დეკემბერს მოსაბოდიშებელი განცხადება გაეკეთებინა, სადაც უწმიდესისა და უნეტარესის სიტყვების სხვაგვარი ინტერპრეტირება მოახდინა – პრაქტიკულად უკან წაიღო ილია მეორეს სიტყვები და ამით მოახდინა პატრიარქის თხოვნის ანულირება, უკიდურესად უხერხულ მადგომარეობაში ჩააყენა რა პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც.

ა.წ. 5დეკემბერს რუსთაველის თეატრში შედგა სპექტაკლი პატიმარი ქალების მონაწილეობით. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც სახელმწიფო თეატრის სცენა და დარბაზი მჯავრდებულებს დაეთმო.წარმოდგენაც და შექმნილი გარემოც მეტად ემოციური იყო; მისმა უწმინდესობამ სწორედ ამ ფონზე ბრძანა, რომ კარგი იქნებოდა, პატრიარქსაც ჰქონოდა პატიმრების შეწყალების უფლება. ეს იყო მათდამი სოლიდარობის, მათი დახმარებისა და თანადგომის სურვილით ნათქვამი აზრი და არა მოთხოვნა საკანონმდებლო დონეზე ამ წინადადების განხილვისა, – ნათქვამია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს განცხადებაში.

საქინფორმი
2015 წლის 8 დეკემბერი
საქართველო, თბილისი