უცხოეთი
საქართველო, 7 დეკემბერი, საქინფორმი. რუსეთი არავითარ შემთხვევაში არ გადაუკეტავს უკრაინას გაზს და არ დაუქვემდებარებს რისკს გაზის ტრანზიტს ევროპაში, – განაცხადა რფ–ის ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ნოვაკმა.
„უკრაინა გაზს რფ–დან იღებს. დღეს ეს ურთიერთობები დარეგულირებულია იმ პროტოკოლით, რომელსაც ხელი მოეწერა ამა წლის ოქტომბერში. ჩვენ ვცხოვრობთ იმ კონტრაქტების ფარგლებში, რომლებიც ხელმოწერილია 2019 წლის ბოლომდე პერიდოსათვის როგორც გაზის მიწოდების, ასევე ტრანზიტის შესახებ. მიმაჩნია, რომ ამ კონტრაქტების ფარგლებში უნდა გავაგრძელოთ ურთიერთქმედება, რადგან ჩვენ ევროპელი მომხამრებლისათვის გაზის საიმედო მიმწოდებელი ვართ“, – განაცხადა მინისტრმა.