უცხოეთი
ერაყი თურქეთის ჯარებს სამხედრო მოქმედებებით ემუქრება

 საქართველო, 7 დეკემბერი, საქინფორმი. ბაღდადი უფლებას იტოვებს განახორციელოს ნებისმიერი ზომები თურქეთის წინააღმდეგ, მათ შორის გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართოს, თუკი თურქეთი საკუთარ ჯარებს არ გაიყვანს ერაყიდან – ამის შესახებ “როიტერსი” ერაყის პრემიერ-მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.

“ერაყს უფლება აქვს ყველა არსებული ვარიანტი გამოიყენოს, მათ შორის გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართოს, თუკი ეს ძალები (თურქეთის არმია) 48 საათის მანძილზე არ იქნება გაყვანილი ქვეყნის ტეროტორიიდან”, – განაცხადა 6 დეკემბერს ერაყის პრემიერმა ჰეიდარ ალ-აბადმა. მან აღნიშნა, რომ თურქული ჯარის მოსულთან ახლოს განთავსება ერაყის მთავრობის ნებართვის გარეშე ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევაა. პრემიერის თქმით, ქვეყანამ დახმარებისთვის, შესაძლოა რუსეთსაც მიმართოს.