უცხოეთი
კერი რუსეთსა და ირანს „მკაცრი ზომებით“ დაემუქრა ასადის მხარდაჭერის გამო

 საქართველო, 7 დეკემბერი, საქინფორმი. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ ვაშინგტონში, ბრუკინგსის ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლის დროს რუსეთი და ირანი მკაცრად გააფრთხილა. იგი აღნიშნულ ქვეყნებს მოუწოდებს შეწყვიტონ ბაშარ ასადის რეჟიმის მხარდაჭერა.

კერიმ აღნიშნა, რომ ბაშარ ასადის გადაყენების გარეშე სირიაში ომის შეჩერება შეუძლებელია და ვაშინგტონი მკაცრ ზომებს მიმართავს, თუ რუსეთი და ირანი სირიაში ხელისუფლების პოლიტიკური გადაბარების პროცესის ბლოკირებას შეეცდებიან.

ჯონ კერის თქმითვე, სირიის კრიზისთან დაკავშირებით მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დეკემბერის ბოლოს ნიუ-იორკში გაიმართება.