სამართალი
"ისლამური სახელმწიფო" კალიფორნიაში მომხდარზე პასუხისმგებლობას იღებს

 საქართველო, 7 დეკემბერი, საქინფორმი. "ისლამური სახელმწიფო" კალიფორნიაში მომხდარზე პასუხისმგებლობას იღებს და თავდამსხმელ ცოლ-ქმართან კავშირს ადასტურებს. ინფორმაციის გავრცელებამდე შემთხვევას ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მიანიჭა ამერიკის ფედერალურმა ბიურომ. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთმა თავდასხმელმა სოციალურ ქსელში ექსტრემისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" ერთგულებაზე დაიფიცა. 2 დეკემბერს განხორციელებული თავდასხმის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, 21 კი დაიჭრა. თავდამსხმელი ცოლ-ქმარი პოლიციასთან სროლის შედეგად დაიღუპა. მოგვიანებით პოლიციამ მათ სახლში ჩატარებული ჩხრეკისას სხვადასხვა სახის იარაღი და ასაფეთქებელი მოწყობილობები აღმოაჩინა.