პოლიტიკა
პრეზიდენტმა მარგველაშვილმა საქართველოს ექსპრეზიდენტ სააკაშვილს მოქალაქეობა ჩამოართვა

 საქართველო, 7 დეკემბერი, საქინფორმი. პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულ დოკუმენტაციას მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ ხელი მოაწერა.

"საქართველოს პრეზიდენტის 2015 წლის 4 დეკემბრის N378 ბრძანებულებით საქართველოს მოქალაქეობის შესახებ, საქართველოს  ორგანული კანონის მე-19 მუხლის ქვეპუნქტის, 21- მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტისა და 25- მუხლის პირველი პუნქტის  შესაბამისად, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებასთან დაკავშირებით, საქართველოს სხვა მოქალაქეებთან ერთად, საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა  მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს, დაბადებულს 1967 წლის 21 დეკემბერს", - აღნიშნულია პრეზიდენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ეს გადაწყვეტილება აღმოჩნდა ერთადერთი ბოლო პერიოდის განმავლობაში, რომლის გამოც გიორგი მარგველაშვილმა მმართველი გუნდისგან შექება დაიმსახურა. ამასთან, ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ ხელისუფლებამ ამჯერადაც სამართლებრივი ბერკეტები პოლიტკური ბრძოლისთვის გამოიყენა.

კანონის თანახმად მიხეილ სააკაშვილს მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აქვს. არსებობს მეორე გზაც - შესაძლებელია ყოფილმა პრეზიდენტმა მოქმედს ორმაგი მოქალაქეობის თხოვნით მიმართოს. რა გადაწყვეტილებას მიიღებს მიხეილ სააკაშვილი ჯერჯერობით უცნობია.