საზოგადოება
„სუს-ის თანამშრომლებს გიორგი გაბუნიას და ნიკა გვარამიას ცემა ჰქონდათ შეკვეთილი“ - გივი თარგამაძე

 საქართველო, 7 დეკემბერი, საქინფორმი. ეს განცხადება  სპეციალურ ბრიფინგზე გივი თარმაგაძემ გააკეთა.

"რამდენიმე ხნის წინ ჩემთან მოვიდა ადამიანი, რომელსაც ეწვივნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები და მისი პირადი პრობლემების მოგვარების სანაცვლოდ, შესთავაზეს, რომ მას შეექმნა გარკვეული ჯგუფი და ფიზიკურად გასწორებოდა, ანუ ეცემა რუსთავი2-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია და გადაცემა არჩევნის წამყვანი, გიორგი გაბუნია.

მინდა, მივმართო შესაბამის ორგანოებს, პირველ რიგში შსს-, მათთვის ეს გარემოებები ცნობილია და კეთილი ინებონ, ეს ფაქტი გამოიძიონ.

გარდა ამისა, ბუნებრივია, თუ ბატონ გაბუნიას, ან ბატონ გვარამიას მიმართ ასეთი ტიპის ანგარიშსწორება განხორციელდება, ან ამ კონკრეტული ადამიანის მიმართ ანგარიშსწორება განხორციელდება, პასუხისმგებლობა ერთმნიშვნელოვნად დაეკისრება დღევანდელ ხელისუფლებას, კონკრეტულად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და კერძოდ, ბატონ სოსო გოგაშვილს, რომლის პირადი იდეები არის ასეთი ტიპის ღონისძიებების განხორციელება", - აცხადებს გივი თარგამაძე.