პუბლიკაციები
საქველმოქმედო ფონდ ,,სოციალური პარტნიორობა"-ს განცხადება კიევის ყოფილი მერის - ლეონიდ ჩერნოვეცკის საქართველოში საცხოვრებლად გადმოსვლასთან დაკავშირებით

 როგორც ლეონიდ ჩერნოვეცკის საქვემოქმედო ფონდის პრეზიდენტი და მისი საინვესტიციო კომპანიის გენერალური დირექტორი, მსურს გავაკეთო კომენტარი, ბოლო დროს მედია საშუალებით გავრცელებულ ინფორმაციაზე, კიევის ყოფილი მერის - ლეონიდ ჩერნოვეცკის საქართველოში საცხოვრებლად გადმოსვლასთან დაკავშირებით.

მსურს გაცნობოთ, რომ ბ-ნ ლეონიდ ჩერნოვეცკი გახლავთ კიევის ყოფილი მერი, ცნობილი ბიზნესმენი და ქველმოქმედი უკრაინასა და ევროპაში. "ფორბსის" ოფიციალური მონაცემებით, უკრაინის ყველაზე შეძლებულ ადამიანთა შორის, მას მეცამეტე ადგილი უკავია.

ლეონიდ ჩერნოვეცკი მისი საქართველოში ჩამოსვლის პირველივე დღეებიდან აქტიურად არის დაკავებული საქართველოში საქველმომედო საქმიანობით. მისი ინიციატივით დაარსებულ იქნა საქველმოქმედო ფონდი "სოციალური პარტნიორობა", რომელიც ყოველდღიურად ეხმარება ასობით სხვადასხვა საჭიროების მქონე საქართველოს სოციალურად დაუცველ მოსახლეობას: მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებს, მრავალშვილიან ოჯახებს პენსიონერებს და არის ოპერატორი საოჯახო ტიპის ბავშთა სახლის. 

მოცემული წერილით ვადასტურებ, რომ ბატონი ლეონიდი ნამდვილად გადმოდის საცხოვრებლად საქართველოში და ის ნამდვილად იშენებს თანამედროვე ტიპის საცხოვრებელ სახლს ქ. ქობულეთში.

მშენებლობის დაწყების დღიდან მშენებლობაზე დასაქმებული იყო 200-ზე მეტი ადგილობრივი მოსახლე და მუდმივ სამუშაო მიიღო 20-მდე ადგილობრივი მკვიდრმა. ასევე გაცნობებთ, რომ მოცემული მშენებლობიდან სახელმწიფო ბიუჯეტმა გადასახადების სახით მიიღო რამოდენიმე მილიონი ლარი. 

ბატონი ლეონიდი ამაყობს იმით, რომ ის სახლი რომლის მშენებლობაც ქობულეთში უახლოეს პერიოდში დასრულდება, სულ მცირე მომავალი 10 წლის მანძილზე მუდმივად მოხვდება სოფლიოს საუკეთესო სახლების კატალოგებში და ეს გაუწევს უფრო მეტ პოპულარიზაციას საქართველოს, როგორც ინვესტიციებისთვის საინტერესო ქვეყანას. 

რაც შეეხება მედია საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას, საქართველოში ბ-ნ ლეონიდის ბიზნეს ინტერესებთან დაკავშირებით, მოგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე მისი საინვესტიციო კომპანია არ ანხორციელებს ბიზნეს საქმიანობას საქართველოში, თუმცა ბ-ნ ლეონიდ ჩერნოვეცკი საქართველოს განიხილავს, როგორც ინვესტიციებისთვის უაღრესად საინტერესო ქვეყანად. 

35 წელზე მეტია რაც ლეონიდ ჩერნოვეცკი დაკავშირებულია საქართველოსთან და როგორც კიევის მერმა ძალიან ბევრი რამ გააკეთა საქართველოსთვის. კონკრეტულად მოგახსენებთ ფაქტებს ლეონიდ ჩერნოვეცკის საქართველოსთან კავშირის შესახებ:

1. მან დააფინანსა (მილიონნახევარი ლარი) ქ. კიევში შოთა რუსთაველის ძეგლის მშენებლობა. 
2. მისი, როგორც კიევის მერის ბრძანებით საქართველოს საელჩოს უფასოდ გადაეცა მიწა კიევის ერთ-ერთ საუკეთესო ადგილას საქართველოს საელჩოს მშენებლობისთვის.
3. როგორც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული პოლიტიკოსი უკრაინაში (ლეონიდმა ორჯერ მოიგო არჩევნები კიევში და სოც. გამოკითხვების 99%-ით იგი გახლავთ ყველაზე ცნობადი პიროვნება). ჩერნოვეცკი ინტერვიუებში, როგორც გაზეთებში ასევე ტელევიზიით, ყოველთვის უწევს პოპულარიზაციას საქართველოს, როგორც საუკეთესო ქვეყანას კომფორტული დასვენებისთვის და ბიზნესის განხორციელებისთვის. 
4. ჩერნოვეცკი გახლავთ საქართველოს გულწრფელი მეგობრი და თანამდებობის დატოვების შემდეგ მან პირველივე დღიდან შემოწირულობის სახით საქართველოში სხვადასხვა ჰუმანიტარულ პროექტებზე დახარჯა მილიონ ლარზე მეტი. მისი დამსახურებით, საქართველოში ყოველდღიურ დახამრებას იღებს დღეში ასობით პენსიონერი, მრავალშვილიანი ოჯახი და მცირე საოჯახო ტიპის სახლში მყოფი ბავშვები. 

პირველ ეტაპზე ფონდი ახდენდა საქართველოში არსებული ბავშვთა სახლების დახამრებას, მათთვის საჭირო ინვენტარით, კომპიუტერული ტექნიკით და ტანსაცმლით. მეორე ეტაპზე მოხდა ფონდის მიერ მსხვილი პროექტების განხორციელება, რომელიც მიმდინარე აქტიური პროექტებია. აღნიშული პროექტები ყოველდღიურად იზრდება და უფრო მეტ საქართველოს მოქალაქეს ეხმარება. 

იხ. პროექტების ჩამონათვალი:

"შინმოვლა"

2012 წლის სექტემბრიდან ლეონიდ ჩერნოვეცკის ინიციატივით ა.ა.ი.პ. "სოციალური პარტნიორობა"-მ დაიწყო მაშტაბური პროექტის განხორციელება, რომელიც მიზნად ისახავდა საწოლს მიჯაჭვული სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახამრებას სრულიად უფასო ექთნის მომსახურებით, მედიკამენტებისა და საკვების მიწოდებით. ჩვენი კვალიფიციური ექთნები და მათი ასისტენტები მწოლიარე პაციენტებს ადგილზე მისვლით უწევენ სამედიცინო დახმარებას ამ პროექტის ფარგლებში ყოველდღიურად დახამრებას იღებს 310 სოციალურად დაუცველი პენსიონერი. მომდევნო ორი თვის მანძილზე იგეგმება ამ ციფრის 500 პაციენტამდე გაზრდა. 

"მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამა"

2013 წლის მარტიდან საქართველოს მასშტაბით დაიწყო უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები მრავალშვილიანი (მრავალშვილიანი – 7 და მეტი ბავშვი) ოჯახების დახმარების პროგრამა. ამ ეტაპზე "სოციალური პარტნიორობა" ყოველთვიურად ეხმარება 8 მრავალშვილიან სოციალურად დაუცველ ოჯახს თითო ბავშვზე 100 აშშ დოლარის ექვ. ლარში. მოცემული პროგრამის ფარგლებში უახლოესი 10 დღის განმავლობაში ამ ოჯახებს კიდევ 10 მრავალშვილიანი ოჯახი დაემატება, რომელებიც ანალოგიურად მიიღებენ თითო ბავშზე 100 აშშ დოლარის ექვ. ლარში. 

"საოჯახო ტიპის ბავშთა სახლი"

2013 წლის მაისიდან "სოციალური პარტნიორობა"-მ. თბილისში გახსნა მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლი, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან მეურვეობას და ზრუნვას მოკლებული ბავშვებისთვის. მოცემულ სახლში ბავშვების ცხოვრების და ზრუნვის სტანდარტები არის უმაღლესი ევროპული კატეგორიის და შეესაბამება, როგორც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური სამინისტროს მიერ დამტკიცებულ სტანდარტებს, ასევე ევროპული უმაღლესი კატეგორიის სტანდერტებს. 

ბ- ნ ლეონიდის სურვილია საქართველოში, რაც შეიძლება მეტ ადამიანს გაუჩინოს საქველმოქმედო საქმიანობის განხორციელების სურვილი. კიევში მან მოახერხა ჩაერთო ათასობით ბიზნესმენი და ასიათასობით უბრალო კიევის მოქალაქე ქველმოქმედებაში. 

5. უკრაინაში ჩერნოვეცკი გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქველმოქმედი. 1998 წლიდან გასცემს უფასო სადილებს კიევში, ასევე მკურნალობს და ტანსაცმლით უზრულველყოფს დახმარების საჭიროების მქონე მილლიონამდე ადამიანს. მისი ფონდი აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ფონდებთან. ფონდის შესახებ სიუჟეტი უამრავმა უცხოურმა ტელევიზიამ გადმოსცა, მათ შორის ევრონიუსმა http://www.socpartnerstvo.org/
იგი ყოველ წლიურად მილიონი დოლარის შემოწირულობას ანხორციელებს და მისი პროექტები მუდმივად იზრდება. ჩერნოვეცკის ოფიციალური საიტია"
InvestmentGroup: http://chernovetskyiinvestments.com/

პირადად ბ-ნ ლეონიდზე შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც უზუმოდ არის შეყვარებული საქართველოზე, რომელიც თავის მომავალს ხედავს საქართველოში. ბოლო 30 წლის განმავლობაში პერიოდულად იმყოფება საქართველოში. მისი შვილები და შვილიშვილები გაიზარდნენ ქართული ტრადიციებით, რითაც ის ძალიან ამაყობს. 

ა.ა.ი.პ. "სოციალური პარნტიორობა" მზად არის გასცეს ნებისმიერ კითხვას პასუხი ბატონ ლეონიდ ჩერნოვეცკის საქართველოში საქმიანობასთან დაკავშირებით.

ასევე გთხოვთ, თავი შეიკავოთ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავცრელებისგან, ჩვენ მზად ვართ ვუპასუხოთ თქვენს ნებისმიერ კითხვას ასეთის არსებობის შემთხვევაში.
პატივისცემით,

ფონდი ,, სოციალური პარტნიორობა"-ს პრეზიდენტი გიორგი ქვრივიშვილი

interpressnews.ge