რელიგია
საქართველო, 7 დეკემბერი, საქინფორმი. ეს განცხადება სრულიად საქართველოს პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ რუსთაველის თეატრში გააკეთა, სადაც მსჯავრდებული ქალბატონების მონაწილეობით სპექტაკლი დაიდგა. უწმიდესმა პრემიერ-მინისტრს მიმართა და მოუწოდა, მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
წარმოადგენას, პატრიარქის გარდა, პრემიერი, მინისტრები, დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
პატრიარქმა სპექტაკლში მონაწილე პირები და პრემიერ-მინისტრი დააჯილდოვა. თავად ირაკლი ღარიბაშვილმა პატრიარქს და სასჯელაღსრულების მინისტრ კახი კახიშვილს მადლობა გადაუხადა.