სამართალი
ქართული დელეგაცია, რომელშიც პროკურატურისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები შედიოდნენ, დაკავებულ ქართველ ქალებს შეხვდნენ.
ნარკოტიკების გადაზიდვაში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქეები დანაშაულს არ აღიარებენ. საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებას გორდაძისა და კოხტაშვილის წინააღმდეგ სამხილი არ აქვს, მთავარი იმ ქიმიური ექსპერტიზის პასუხია, რომელსაც 2011 წლის იანვარში ელოდებიან.
ბაბუცა გორდაძე და დარეჯან კოხტაშვილი მალაიზიაში 24 ოქტომბერს ნარკოტრაფიკის ბრალდებით დააკავეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ სიკვდილით დასჯა ემუქრება.