უცხოეთი
„მან კარზე დააკაკუნა და თქვა, რომ თვითონაც უნდა“ – ერდოღანი პუტინს საპირფარეშოსთან ყარაულობდა

 საქართველო, 4 დეკემბერი, საქინფორმი. როგორც ცნობილია, რუსეთის პრეზიდენტმა არ შეიტანა თავის პარიზულ გრაფკში შეხვედრა თაიიპ ერდოღანთან, ამიტომ თურქეთის ლიდერი მას გაეროს კლიმატური სამიტის მთელ პირველ დღეს კუდში დასდევდა. ერდოღანი შენობის დერეფნებში დადიოდა იმ იმედით, რომ ვლადიმერ პუტინს მორიგი ორმხრივი შეხვედრის შემდეგ წააწყდებოდა.

თურქეთის პრეზიდენტმა, პუტინთან შეხვედრის იმედით, ფორმის პლენარული სხდომაც კი გააცდინა – ერდოღანი მას იმ ოთახის კართან დარაჯობდა, სადაც რფ–ის პრეზიდენტი ორმხრივ მოლაპარაკებებს აწარმოებდა! მიუხედავად იმისა, რომ პუტინი ერთდროულად რამდენიმე მსოფლიო ლიდერს გაესაუბრა, გფრ–ის კანცლერი ანგელა მერკელისა და აშშ–ის პრეზიდენტი ბარაქ ობამას ჩათვლით, ერდოღანმა მასთან შეხვედრა მაინც ვერ მოახერხა.

თვითმხილველების თქმით, საბოლოოდ იმედგადაწურული თურქეთის პრეზიდენტი საპირაფრეშოს კართანაც კი ჩასაფრდა! თუმცა, არ ამჯერად გაუმართლა... თუმცა, შესაძლოა პირიქითაც: როგორც „კომერსანტის“ მიმოხილველი ანდრეი კოლესნიკოვი წერს, სწორედ ასეთი შეხვედრის შესახებ შემდგომში შეიძლებოდა ეთქვათ: „Замочил в сортире“...

ლიდერთაგან მხოლოდ ერთს შეხვდა ერდოღანი სრულებით უპრობლემოდ – ეს უკრაინის პრეზიდინტი პეტრო პოროშენკო აღმოჩნდა! მათ ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები განიხილეს და დაასკვნეს, რომ ისნი უნაკლოა.