უცხოეთი
საქართველო, 4 დეკემბერი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ თურქეთი "კიდევ არაერთხელ ინანებს", - აღნიშული კომენტარი მან თურქეთის თვითმფრინავის მიერ რუსული ბომბდამშენის ჩამოგდებასთან დაკავშირებით გააკეთა.
"ჩვენ კიდევ არაერთხელ შევახსენებთ თურქეთს ამ ფაქტს და თურქეთი კიდევ არაერთხელ ინანებს", - აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.
თურქეთის ქმედებასთან დაკავშირებით, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ "ალაჰმა გადაწყვიტა დასაჯოს თურქეთის მმართველი ხროვა, მათთვის აზროვნებისა და განსჯის წართმევის სახით". მისი თქმით, "მოსკოვმა თავი უნდა აარიდოს სახიფათო ისტერიულ რეაქციებს.
პუტინმა აგრეთვე აღნიშნა, რომ მას არ ესმის თურქეთის ქმედებების გამომწვევი მიზეზი. "მხოლოდ ალაჰმა იცის, მათ ეს რატომ ჩაიდინეს", - დაასრულა მან.