საქართველო, 4 დეკემბერი, საქინფორმი. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ ტაიპ ერდოღანი ოჯახითურთ დანაშაულებრივ კავშირშია ე.წ. "ისლამურ სახელმწიფოსთან". რუსეთის გენშტაბის უფროსის მოადგილის სერგეი რუდსკოის და თავდაცვის მინისტრის მოადგილის ანატოლი ანტონოვის განცხადებით გამოვლენილია სამი ძირითადი მარშრუტი, საიდანაც ხდებოდა სირიიდან-თურქეთში ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირება.
"სირიიდან და ერაყიდან მოპარული ნავთობის მთავარი მომხმარებელი იყო თურქეთი , ამ დანაშაულებრივ ბიზნესში ჩაბმული იყო მთელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა თურქეთის-პრეზიდენტ ერდოღანის ოჯახითურთ ", - განაცხადა რუსეთის გენშტაბის უფროსის მოადგილემ სპეციალურ ბრიფინგზე და ოპერატიული თუ კოსმოსური დაზვერვის მეშვეობით მიღებული აკრძალული ვაჭრობის დამადასტურებელი ფოტო და ვიდეომტკიცებულებები წარმოადგინა.
წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ თურქეთიდან სირიის მიმართულებით მოძრავ ბენზინმზიდების კოლონას თავისუფლად ატარებენ თურქეთ-სირიის ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლების მიერ კონტროლირებად საზღვარზე.
ავიადარტყმებამდე თურქეთ- ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" შორის ნავთობპროდუქტებით ვაჭრობის დღიური ბრუნვა დაახ. 3 მილიონ დოლარს შედგენდა. ორი თვის მანძილზე რუსული ავიაიციის მიერ განადგურებულია 32 ნავთობგადამამუშავებელი კომპლექსი და 11 ქარხანა.