საზოგადოება
რისკები საფრთხეებში რომ არ გადაიზარდოს – აზერბაიჯანის პრეზიდენტმა საქართველოს თავდაცვის მინისტრი მიიღო

 საქართველო, 4 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ბაქოში გამართულ შეხვედრაზე.

ვისაუბრეთ სტრატეგიულ თანამშრომლობაზე, მათ შორის ნავთობსადენების უსაფრთხოების თემაზე. განვიხილეთ ენერგეტიკული პროექტები, რომელშიც საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივად მონაწილეობენკიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა ვთქვათ, რომ ჩვენს რეგიონში მიმდინარე უსიამოვნო მოვლენების გათვალისწინებით პროექტებთან დაკავშირებული ობიექტები  შეიძლება ხვალ უფრო მაღალი რისკის შემცველებად იქცნენ. შესაბამისად, პარტნიორ ქვეყნებს  მეტი მცდელობის და ღონისძიების განხორციელება დაგვჭირდება იმისათვის, რომ  რისკები საფრთხეებში არ გადაიზარდოს. ასევე ვისაუბრეთ ჩვენს ტრადიციულ თემებზე, ურთიერთობებზე, რომელიც გვაახლოებს ორ სახელმწიფოს“, - განაცადა თინათინ ხიდაშელმა.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, თავდაცვის მინისტრი ბაქოში საზოგადო მოღვაწეთა პანთეონს ფაჰრი ჰიაბანის“ ეწვია და აზერბაიჯანის ხალხის საერთო ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის და მისი მეუღლის ზარიფა ალიევას საფლავები გვირგვინით შეამკო.