საზოგადოება
მეოცნებეები დიდი ანგარიშით დამარცხდებიან „ნაციონალებთან“, თუ ტექდათვალიერებას შემოიღებენ – საქინფორმი მთავრობას არჩევნების წინ საბედისწერო შეცდომის თაობაზე აფრთხილებს

 საქართველო, 4 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ავტომანქანების გაუმართაობის პრობლემის ეტაპობრივი მოგვარების მიზნით, საზოგადოებრივი აზრის კვლევის ჩატარების ინიციატივით გამოდის, - განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

ვკითხოთ მოსახლეობას, რა ურჩევნიათ. რაღაც ხარჯი შეიძლება გაწიოს ადამიანმა, რომელსაც არ აქვს კატალიზატორი, შეიძლება კომპანიებს ვთხოვოთ, რომ გააკეთონ განვადება, მაგრამ ეს სასწრაფოდ დასარეგულირებელია, ეს არის ძალიან რთული საკითხი, რომელიც ბევრ ადამიანს აწუხებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ამის შემდეგ, ეტაპობრივად, ავტომანქანების დაზღვევა და სავალდებულო ტექნიკური დათვალიერება დაინერგება.

მანამდე, გთავაზობთ, ჩავატაროთ კვლევა და გავიგოთ ხალხის აზრი, ვფიქრობ, ეს საკითხი ყველას აწუხებს. სიმსივნეების და სხვა დაავადებების ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზი არის გამონაბოლქვი“, - განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევების უმეტესობაც მარჯვენასაჭიან და გაუმართავ ავტომანქანებს უკავშირდება.

საქინფორმი: თბილისელები შემთხვევით როდი უკავშირებენ აავტომობილო საცობებსა და გაზით დაბინძურებას ახლა მთავრობას – ფაქტია, რომ გზები თბილისში სრულებით უვარგისი გახდა დავით ნარმანიას მერად არჩევის შემდეგ. ხოლო უხარისხო თურქეთიდან შემოტანილი კატალიზატორების (რომლებიც სწრაფად გაფუჭდება) კუსტარული დაყენება მფლობელებს მინიმუმ 500 დოლარი და ორმაყუჩიანი ავტომანქანების მფლობელებს ორჯერ მეტი დაუჯდებათ (ორიგინალი კატალიზატორები 400–დან 1000 ევრომდე ღირს). ეს ნიშნავს, რომ ავტომობილების პარკის 70% საქართველოში, რომელთა ღირებულება ხშირად ბევრად როდი აღემატება კატალიზატორისას, თავისი დაყენებით, იძულებით შეჩერდება, რაც ავტომფლობელთა მკვეთრ უკმაყოფილებას გამოიწვევს. ამას დაემატება ტექდათვალიერების ჩატარების ღირებულება და აუცილებელი დაზღვევის საფასური (კიდევ, როგორც მინიმუმ, 100 დოლარი წელიწადში), ეს კი ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ასობით ათას ხმას დაკარგავს და წააგებს.

ქართველ ამომრჩეველთა უმრავლესობა – დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანები – ხმას მისცემენ „ნაციონალურ მოძრაობას“, რომლის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი თავისი პრეზიდენტობის დროს პოპულარული იყო სწორედ ტექდათვალიერებისა და სახელმწიფო ავტოინსპექციის გაუქმების წყალობით.

არსებული ინფორმაციით, სავალდებული ტექდათვალიერება, დაზღვევა და სხვა არაპოპულარული ზომები (ისეთები, როგორიცაა ვიდეოჯარიმები და  ნახვრეტების დაბრუნება ასი საჯარიმო ქულის ახალი ფორმის ტალონებში, ასევე სააკაშვილის მიერ თავის დროზე გაუქმებული), ინიცირებულია არა პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილისა და არც თავად შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილის მიერ. მრჩეველი და ის, ვინც ასეთ წინდაუხედავ გადაწყვეტილებას მიიღებს, ამჟამინდელი მთავრობის, ბიძინა ივანიშვილისა და პარტია „ქართული ოცნების“ მტერია, რომელიც დიდი ანგარიშით წააგებს საპარლამენტო არჩევნებს ლეიბორისტებთანაც კი, თუკი ეს არაპოპულარული ზომები რეალობად იქცევა! ხელისუფლებასა და მმართველ კოალიციას ვერ იხსნის კატალიზატორების რეალიზაციით, ტექდათვალიერებითა და ჯარიმებით მიღებული მილიონებიც კი. ხოლო საქართველოს პარლამენტი რომ მათ დაამტკიცებს, ეჭვგარეშეა – რესპუბლიკელი დავით უსუფაშვილი მათ აუცილებლად დაამტკიცებინებს პარლამენტს...