უცხოეთი
თურქეთმა და ჩინეთმა ყაზახეთთან, აზერბაიჯანსა და საქართველოსთან ერთად, კონსორციუმი დააფუძნეს, რომელიც ტვირთებს ჩინეთიდან ევროპაში, რუსეთის გვერდის ავლით გადაზიდავს

 საქართველო, 3 დეკემბერი, საქინფორმი. თურქეთმა და ჩინეთმა ყაზახეთთან, აზერბაიჯანსა და საქართველოსთან ერთად კონსორციუმი  დააფუძნეს, რომელიც  ტვირთების გადაზიდვას ჩინეთიდან ევროპაში რუსეთის გვერდით ავლით მოახდენს, - წერს lenta.ru.

ამის შესახებ ხელშეკრულებას მსხვილმა სატრანსპორტო-ლოჯისტიკურმა ოპერატორებმა 28 ნოემბერს, სტამბულში მოაწერეს ხელი.

ჩინურ კომპანია Mishgeng Logistics ერთად კონსორციუმის დაფუძნებაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს სატრანსპორტო კომპანია КТЖ экспресс-მა, რომელიც "ყაზახეთის რკინიგზის" შემადგენლობაშია, Азербайджанское Каспийское морское пароходство-მ და აზერაბიჯანულმა კომპანია Караван логистикс-მა, ასევე Trans Caucasus Terminals-მა, რომელიც "საქართველოს რკინიგზის" შვილობილი კომპანიაა.

თურქეთი კონსორციუმში, როგორც ასოცირებული წევრი ისეა წარმოდგენილი.

საბუთში აღნიშნულია, რომ ტრანსპორტირების შესახებ შეთანხმება მიღწეული იქნა ჩინეთი - თურქეთი - ევროპის სატრანსპორტო მარშრუტის პრეზენტაციის დროს.

პროექტის თანახმად, 2016 წლისთვის დაგეგმილია, საქართველოს ტერიტორიის გავლით, რამდენიმე ათასი კონტეინერის ჩინეთიდან თურქეთში და ევროპაში ტრანსპორტირება.

მხარეები ასევე გეგმავენ შემდეგ წელს უკრაინიდან სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპაში ტვირთის გადატანას.