უცხოეთი
საქართველო, 3 დეკემბერი, საქინფორმი. ნატო–რუსეთის საბჭო რეგულარულ შეხვედრებს განაახლებს. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში განაცხადა.
აღნიშნულის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინიტრმა სერგეი ლავროვმაც გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, „ნატო-სა და ევროკავშირის ურთიერთობები ნორმალურ რეჟიმს უბრუნდება“.
თუმცა ამერიკის სახელმწიფო მდივნის ჯონ ქერის განცხადებით, ევროკავშირის და აშშ-ის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ძალაში მოსკოვის მიერ მინსკის შეთანხმებების სრულად განხორციელებამდე დარჩება.
შეგახსენებთ, რომ 2014 წლის აპრილში უკრაინის მოვლენების გამო ნატო–მ რუსეთთან ყველა სახის პრაქტიკული სამოქალაქო და სამხედრო თანამშრომლობა განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა.