საზოგადოება
რთული კლიმატური პირობების გამო კობი–გუდაურის მონაკვეთზე გარკვეული სახის ტრანსპორტისთვის გადაადგილება ნაწილობრივ შეზღუდულია. შეზღუდვა, ძირითადად, მისაბმელიან ავტოტრანსპორტზე ვრცელდება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის ამ მონაკვეთზე თოვლის საფარის გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ყაზბეგის რაიონისა და რუსეთის ფედერაციის მიმართულებით მგზავრებს გადაადგილების დროს პრობლემები არ შეექმნებათ.