უცხოეთი
უკრაინა ყირიმის საზღვაო ბლოკადას იწყებს?

 საქართველო, 2 დეკემბერი, საქინფორმი. ყირიმთან ხერსონის ოლქის საზღვრის ბლოკირების აქციის კოორდინატორი, ყირიმელი–თათარი აქტივისტი ლენურ ისლიამოვი ნახევარკუნძულის საზღვაო ბლოკადით იმუქრება. „ჯერ სასურსათო ბლოკადა დავიწყეთ, შემდეგ – ენერგეტიკული ბლოკადა, ამის შემდეგ კი საზღვაო ბლოკადას დავიწყებთ“, – განაცხადა აქტივისტმა. ის დაიმუქრა, რომ მათ შორის, დახურავს ქერჩის გადასასვლელს. ისლიამოვმა აღნიშნა, რომ ის და მისი თანამოაზრეები ყველაფერს იღონებენ იმისათვის, რომ ყირიმი დაბრუნებული იქნეს.