უცხოეთი
საქართველო, 2 დეკემბერი, საქინფორმი. თურქეთი უარს ამბობს, შავი ზღვიდან მარმარილოს ზღვაში, ბოსფორის სრუტით გაატაროს რუსული ხომალდები. ბოლო დღეების განმავლობაში ბოსფორის სრუტესთან რუსული დროშით მცურავი ხომალდების რიგი გაიჭიმა.
ქვეყნდება თვითმხილველის მიერ გადაღებული ვიდეო, სადაც კარგად ჩანს, რა სიტუაციაა ამჟამად ბოსფორის სრუტესთან. მართალია, თურქეთს რუსული გემებისთვის ბოსფორისა და დარდანელის დახურვის შესახებ ოფიციალურად ამ დრომდე არ განუცხადებია, მაგრამ ექსპერტები ვარაუდობენ, რომ თურქეთი აუცილებლად გამოიყენებს ამ მთავარ კოზირს სირიაზე გავლენის შესანარჩუნებლად, მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც რუსეთმა თურქეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები აამოქმედა.