უცხოეთი
„ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირის დამტკიცების შემთხვევაში ერდოღანი გადადგომაზე დათანხმდა

 საქართველო, 2 დეკემბერი, საქინფორმი. თურქეთის პრეზიდენტ რეჯიბ ტაიპ ერდოღანის თქმით, გადადგება, თუ მოსკოვი დაამტკიცებს, რომ რუსული თვითმფრინავი თურქეთმა ISIS-სთან ნავთობით ვაჭრობის დასაცავად ჩამოაგდო.

როგორც კი ეს ბრალდება დამტკიცდება, ჩვენი ერის ღირსების კარნახით გავაკეთებ ამას”, – უთხრა ერდოღანმა ჟურნალისტებს პარიზში, კლიმატის სამიტზე.

CNN-ის ინფორმაციით, მან აქვე დასძინა, რომ თუ ბრალდებები სიცრუეა, მაშინ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უნდა გადადგეს.

ვეკითხები პუტინს, დარჩება თუ არა თანამდებობაზე”, – განაცხადა ერდოღანმა.