უცხოეთი
სოროსის ფონდი რუსეთში არასასურველ ორგანიზაციად დაასახელეს

საქართველო, 1 დეკემბერი, საქინფორმი. რუსეთის პროკურატურამ ფონდები - ”ღია საზოგადოება” და ”თანამონაწილეობა” რუსეთის ტერიტორიაზე არასასურველად ცნო. რუსეთის ფედერაციამ შეადგინა ”სტოპ ნუსხა”, რომელშიც ნათქვამია, რომ ინსტიტუტი ”ღია საზოგადოება” და ”ღია საზოგადოება - თანამონაწილეობის ფონდი” წარმოადგენენ საფრთხეს რუსეთის კონსტიტუციური წესრიგის და სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის.

სოროსის ფონდი საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციაა, რომელიც ფინანსისტმა და ფილანტროპმა ჯორჯ სოროსმა დააარასა. ფონდის წარმომადგენლობა 30-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობს. სოროსის ფონდმა უკვე შეწყვიტა რუსული არაკომერციული ორგანიზაციებიდან გრანტების მოთხოვნის მიღება.