აქტუალური
რატომ ესტუმრა არჩილ ჭყოიძე გოგი თოფაძეს ოფისში?

საქართველო, 1 დეკემბერი, საქინფორმი. „მრეწველობა გადარჩენს საქართველოს“პარტიის ცენტრალურ ოფისში პარტია ნეიტრალური ევრაზიული საქართველო-ს ლიდერი არჩილ ჭყოიძე იმყოფებოდა.

-ბატონო არჩილ, წყარომ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ დღეს გოგი თოფაძეს შეხვდით. შეგიძლიათ დაადასტუროთ?

-ჩვენ ქართული საზოგადოებისგან არაფერი დასამალი არ გვაქვს, საღამოს თავად ვაპირებდით ამ ინფორმაციის გაჟღერებას და ფოტოების დადებასაც, თუ გნებავთ, ამ შეხვედრის ამსახველ ფოტოს თქვენც გადმოგცემთ, რათა თქვენმა  მკითხველმაც სწორი ინფორმაცია მიიღოს.

-და რაზე ისაუბრეთ მმართველი პარტიის და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა?

-ჩვენი პარტია რიგ საკითხებში იზიარებს „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ მოსაზრებებს, იმაშიც ვეთანხმებით, რომ აუცილებელია რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარება, დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა და დიალოგი. ეს იყო უფრო გაცნობითი ხასიათის შეხვედრა. ჩვენ ერთ აზრზე ვართ, რომ მხოლოდ რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობით და დიალოგით იქნება შესაძლებელი ყველას სანუკვარი ოცნების ახდენა, ეს არის აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაბრუნება.

-სტალინის პორტრეტზე თუ გქონდათ საუბარი და თავად თოფაძეს თუ უკიდია ოფისში მისი პორტრეტი?

-არა, ასეთი საუბარი არ ყოფილა, არც პორტრეტი მინახავს მის ოფისში დაკიდული.

წყარო: http://www.postalioni.com