აქტუალური
„ერთი წლის წინ რუსეთს არავინ ელაპარაკებოდა! “ - თინას განდიდების მანია

საქართველო, 1 დეკემბერი, საქინფორმი. „ტელეკომპანია“ იმედის პირდაპირ ეთერში ჩართვისას ჟურნალისტის შეკითხვას, გახდება თუ არა საქართველო იმ ანტიტერორისტული კოალიციის წევრი, რომლის წევრად, შესაძლოა, რუსეთის ფედერაცია მოგვევლინოს, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უპასუხა:

საქართველო ერთი წლის წინ შეუერთდა ანტიტერორისტულ კოალიციას. არავითარ ახალ კოალიციაზე საუბარი არ არის. ერთი წლის წინ რუსეთს არავინ ელაპარაკებოდარუსეთმა საკუთარი თავი აქცია მოცემულობად იმისთვის, რომ სირიასთან დაკავშირებით რამე გადაწყვეტილებების მიღების დროს გადაწყვეტილების თანამონაწილე გახდეს. ჩვენ, საქართველო, ვამბობთ, რომ თუკი მოიძებნება რამე საშუალება, რომ რუსეთი იყოს არა პრობლემის შემქმნელი, არამედ, პრობლემის მომგვარებელი, ამას მხოლოდ მივესალმებით და მსოფლიო თანამეგობრობას ყველანაირად მხარს დავუჭერთ, თუმცა ამ გზაზე, ჩვენ გამოვთქვათ სკეპტიციზმს“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

თინათინ ხიდაშელი ბერლინში გამართულ შეხვედრებს ძალიან პოზიტიურსა და იმედის მომცემს უწოდებს.

გერმანია საქართველოს მეგობარი და პარტნიორია და მზად არის ჩვენ ქვეყანას ნებისმიერი ტიპის პრობლემის მოგვარებაში დაეხმაროს“,- აცხადებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.

საქინფორმის მკითხველის ყურადღებას მივაპყრობთ იმას, რომ მოუსვენარმა ენ–ჯე–ო–შნიკმა, იმყოფება რა ეიფორიაში თავდაცვის მინისტრის თანამდებობისგან, საკუთარი თავის მოხსენიება დაიწყო შემდეგნაირად – „ჩვენ, საქართველო“ და, პრაქტიკულად, საკუთარ თავზე აიღო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, პრეზიდენტისა და პრემიერ–მინისტრის საგარეო პოლიტიკური ფუნქციები