რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: ერდოღანი–2015 ეს არის სააკაშვილი–2008 და პოროშენკო–2014

შემთხვევითი დამთხვევები არ არსებობს: თურქებმა რუსული „სუ-24“ 24 ნოემბერს  – გენერალისიმუს სუვოროვის დაბადების დღეს ჩამოაგდეს. თუმცა, სანამ მოვყვები, თუ რატომ გადაწყვიტეს თურქებმა მათი მრავალგზის დამამარცხებელი ალექსანდრე ვასილის ძის დაბადების 285–ე წლისთავზე რუსული ბომბდამშენის ჩამოგდება, მინდა შევახსენო ჩემს, მეხსიერებასთან მწყრალად მყოფ თანამემამულეებს რამდენიმე ფაქტი.

თურქებს არასოდეს უყვარდათ და არ შეიყვარებენ ქართველებს – ქართული მართლმადიდებლური კულტურა იყო და რჩება მათთვის გამაღიზიანებელ ფაქტორად. მთელი ისტორიის განმავლობაში ისინი ანადგურებდნენ ქართველებს და აგრძელებენ ამის კეთებას დღეს ყარსის ხელშეკრულების ვადის ამოწურვის მოლოდინში. 2021 წელს კი თურქები თურქული გენშტაბის საიდუმლო გეგმის სისრულეში მოყვანას იმედოვნებენ, რომლის შესახებაც ჯერ კიდევ 10 წლის წინ აფრთხილებდა ქართველი პოლიტიკოსი და პოლიტოლოგი ალექსანდრე ჭაჭია.

2006 წელს,პუბლიკაციაში „მალთუსის თეორია, ანუ თურქეთის ახალი ვილაიეთი“, მე ვაფრთხილებდი, რომ აჭარის ავტონომია, ყარსის ხელშეკრულების ამოწურვისას თურქეთის განკარგულებაში გადავა – მის ახალ ვილაიეთად იქცევა „ბათუმ–კალე“, შესაბამისად, ბათუმის საჰაერო და საზღვაო პორტები – თურქეთის შიდა პორტებად, როგორც თურქულ რუკებზეა აღნიშნული. თუმცა, თურქებს შეუძლიათ თბილისამდეც მოვიდნენ. მაშინ თავისუფლების მოედანზე წმინდა გიორგის სვეტიდან ჩამოაგდებენ და მის ადგილას მუსტაფა ქემალ ათათურქის ძეგლს აღმართავენ.

თურქეთის პროვინციად გადაქცევის შემდეგ საქართველო მაშინვე შევა ნატოში, მაგრამ უკვე თურქეთის – ალიანსის ძველი წევრის  შემადგენლობაში. უფრო სწორად, ნატო შემოვა საქართველოში, მაგრამ უკვე თურქეთის სახით. ახალი ვილაიეთი „გურჯისტანის“ მმართველი გახდება თურქი პარტნიორების საყვარელი ქალის - თურქოლოგი  გიული ალასანიას სულელი შვილი. სწორედ ამ გეგმას განიხილავდა „სარფის“ თურქულ მხარეზე მიშა სააკაშვილი დედიკო გიულისა და თავის თანამოაზრეებთან შეხვედრისას. ეს გეგმები ცნობილია სამცხე–ჯავახეთის სომხებისთვის, რომლებიც მოვლენათა ამგვარი განვითარებისას, მხარის ავტონომიას გამოაცხადებენ, საქართველოს შემადგენლობიდან გამოვლენ და სომხეთს შეუერთდებიან.

თუმცა, 1921 წლის 13 ოქტომბერს, 100 წლით დადებული ყარსის ხელშეკრულების ვადის გასვლამდე 6 წელი დარჩა და ამ წლებში თურქეთი უწინდებურად გააგრძელებს საქართველოს დაპყრობას ეკონომიკურად - ენერგეტიკასა და ეკონომიკაში, სამშენებლო, სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესებში ჩანერგვით, ქართული ბაზრის მავნე პროდუქტებითა და უხარისხო საქონლით შევსებით. თურქები აგრძელებენ ქართველ ქალებში ჩანერგვასაც -  გაჰყავთ თურქეთში, სადაც ისინი პროსტიტუციითა და მოსამსახურეობით შოულობენ ლუკმაპურს. თურქებს არ უყვართ საქართველო და ქართველები, მაგრამ უყვართ ქართველი ქალები!

საქართველოში თურქეთის გეგმებისთვის ხელის შეშლა მხოლოდ რუსეთს შეუძლია, როგორც 1783 წლის 24 ივლისს გეორგიევსკში. რუსეთს, რომელიც ბოლო 300 წლის განმავლობაში 30–ჯერ ეომა თურქეთს და 30–ჯერ გამარჯვებული გამოვიდა!

ერდოღანი–2015 ეს არის სააკაშვილი–2008 და პოროშენკო–2014: 2015 წლის 24 ნოემბერს რუსული „სუ–24“-ს ჩამოგდებით თურქეთის პრეზიდენტი იმავე მიზანს ისახავდა, რასაც საქართველოს პრეზიდენტი – 2008 წლის 8 აგვისტოს, როდესაც ცხინვალში რუს მშვიდობისმყოფელებს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა, კონკრეტულად კი – რუსეთისა და ამერიკის შუბლით დაჯახებას. მაგრამ აშშ „არ ავარდა“ და ეს პროვოკაცია ჩავარდა. ერდოღანი მალე სააკაშვილის გზას დაადგება – მას სამშობლოდან სამარცხვინოდ გააძევებენ, თუკი ქართველებზე ნაკლებ გულკეთილმა თურქებმა იქვე არ ჩაქოლეს! იგივე მიზანი ჰქონდა უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსაც, როდესაც 2014 წლის 17 ივლისს დონეცკის თავზე ავიაკომპანია Malaysia Airlines–ის „ბოინგ–777“ ჩამოაგდო.

შედეგად, თურქეთი, საქართველოსა და უკრაინასავით, დაკარგავს ტერიტორიულ მთლიანობას: სომხები დაიბრუნებენ არარატსა და ყარსს, ბერძნები – კონსტანტინეპოლს, ქართველები – ტაო–კლარჯეთს (ართვინს, არდაღანსა და ერზერუმის ნაწილს), ხოლო ქურთების ავტონომიას ოფიციალურად აღიარებენ.

რასაკვირველია, ამერიკაც, როგორც ყოველთვის – სხვისი ხელით, მისდევს თავის მიზანს: ჩაითრიოს რუსეთი თურქეთთან ომში და ამით აიძულოს იგი, ერთდროულად იომოს ორ (სირია  და თურქეთი), ან, სულაც, სამ ფრონტზე (თუკი ფრონტად  დონბასის სამხედრო მხარდაჭერასაც ჩავთვლით). თურქები  გაათავხედა ამერიკელთა დახმარებამ, რომლებმაც ჰოლივუდისა და სააკაშვილის ტელედაჭერების საუკეთესო ტრადიციებში სირიის მოწმენდილ ცაზე დადგეს შოუ „ჩამოაგდე რუსული თვითმფრინავი!“.  თურქები საბოლოოდ გათავხედდნენ ჯერ მაშინ, როცა 2008 წელს რუსეთი – თბილისამდე, ხოლო 2014 წელს – კიევამდე არ მივიდა. მაგრამ თურქები ვერ ითვალისწინებენ, რომ თუკი რუსეთმა მაშინ დაინდო ერთმორწმუნე ქართველები და უკრაინელები, რომლებთან ერთადაც ფაშისტებს ებრძოდა, თურქებს – ჰიტლერის ფარულ მეგობრებს – ის არ დაინდობს! და რომ თურქული არმიის განადგურება რუსეთისთვის ისეთივე იოლი ამოცანაა, როგორც ქართულისა და უკრაინულის ერთად აღებულის.

რა თქმა უნდა, თურქეთს აქვს წმიდა მერკანტილური ინტერესებიც, პრეზიდენტი ერდოღანი და მისი გარემოცვა მარტო რუსეთსა და საქართველოსთან ვაჭრობითა და ტურიზმის ხარჯზე როდი მდიდრდებიან. რეგიონის კონტროლქვეშ მოქცევით, რუსეთი ხელს უშლის ნავთობის, ნარკოტიკებისა და იარაღის კონტრაბანდას, რომლის ყველა ტრასაც თურქეთზე გადის და რომლებსაც ერდოღანის ოჯახი აკონტროლებს. „აშშ–უკრაინა–თურქეთი–ისლამური სახელმწიფო“ – აი იარაღის მიწოდების მარშრუტი, „ისლამური სახელმწიფო–თურქეთი–უკრაინა (სააკაშვილი) – ევროპა“ და „ისლამური სახელმწიფო–თურქეთი–ისრაელი–ევროპა“ – აი ნავთობისა და ნარკოტიკების მიწოდების მარშრუტები. ამიტომ ისწრაფის თურქეთი რუსეთთან ომის ოფიციალურად გამოცხადებისკენ, რათა მონტრეს კონვენციით, უფლება მიიღოს, რუსეთს დაუხუროს ბოსფორისა და დარდანელის სრუტეები. სადაც უკვე ვეღარ შევლენ რუსული სამხედრო ხომალდები, რომლებიც სირიაში რუსეთის სამხედრო–კოსმოსური ძალების ოპერაციის მხარდაჭერას ახორციელებენ! მაგრამ თურქებმა ვერ გაითვალისწინეს, რომ ნატოს ქვეყანასთან ომის გამოცხადების შემთხვევაში, რუსეთს მხარს დაუჭერენ მოკავშირეები – ჩრდილოეთ კორეა, ჩინეთი, ირანი, ვიეტნამი, მონღოლეთი და „ოდკბ“-ს 6 ქვეყანა.

P.S. მე-5 დღეს – 2015 წლის 30 ნოემბერს – კახპა ევროკავშირმა დააჯილდოვა თურქები ჩამოგდებული რუსული თვითფრინავისთვის, პარიზისთვის „ისლამური სახელმწიფოს“ დასაბომბად რომ მიფრინავდა: აჩუქა თურქეთს 3 მლრდ ევრო და უვიზო რეჟიმი შენგენის ზონის 26 ქვეყანასთან! რუსეთის ჯინაზე, 2016 წლის 1 იანვრიდან თურქეთთან სავიზო რეჟიმი რომ გააუქმა.

P.P. S. დიდი იმედი არ მაქვს, რომ ზემონათქვამს ყურად იღებენ საქართველოს ხელისუფალნი. რომლებმაც დაუშვეს, რომ საქართველოში, თავდაცვის სამინისტროს წეროვანის სარეაბილიტაციო ცენტრში რეაბილიტაცია გაიროს კიევის არმიის ათობით უკრაინელმა მებრძოლმა – როგორც ტრაპეზუნდასა და სტამბულის სამხედრო ჰოსპიტლებში მკურნალობას გადის „ისლამური სახელმწიფოს“ ასობით ბოევიკი...

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი

საქართველო, თბილისი
2015 წლის 1 დეკემბერი