რელიგია
„მამა გაბრიელი მუდამ იყო უფალთან“ – ილია II

საქართველო, 1 დეკემბერი, საქინფორმი.  29 ნოემბერს ფერიცვალების სახელობის ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა და  წმ.მამა გაბრიელის შესახებ ისაუბრა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

მამა გაბრიელმა იმ დროს დაიწყო მოღვაწეობა, როდესაც სასულიერო პირები, ეკლესია იდევნებოდა. ძალიან ბევრი შემთხვევა იყო, რომ მამა გაბრიელი სალოსობდამამა გაბრიელი მართლა ავადმყოფი კი არ იყო, მან ასეთი ტვირთი, ჯვარი მიიღო თავის თავზე. ზოგს ამხელდა, ზოგს აქებდა, მაგრამ შინაგანად ის მუდამ იყო უფალთან და უფალი იყო მასთან. და აი, ჩვენ დღეს შევასრულეთ წირვა და უნდა დავასვენოთ ახალ ლუსკუმაში. ჩვენ შევთხოვთ უფალს ლოცვა-კურთხევას და შეწევნა არ მოაკლოს საქართველოს მამა გაბრიელის ლოცვებით”, – განაცხადა უწმინდესმა.

ქადაგების დასრულების შემდეგ ტაძარში პარაკლისი შესრულდა და წმიდა გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის წმიდა ნაწილები ლუსკუმით შეაბრძანეს ტაძრის საკურთხეველში, შემდეგ კი მისთვის განკუთვნილ ახალ ადგილზე, ქვის სარკოფაგზე დაასვენეს.

მამა გაბრიელის ხსენების დღე 2 ნოემბერია.